მოლარე-ოპერატორი 24 საათიან სერვის-ცენტრში (სარეზერვო თანამშრომელი) - თბილისი

ვაკანსიის კოდი VC2146
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 22.10.2017
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ინდივიდუალური გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
განათლება
სტუდენტი, ბაკალავრი
ენები
  • ინგლისური - კარგი
  • რუსული - კარგი
უნარები
  • თავაზიანობა
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • სისხარტე
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • სასურველია მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება.
სამუშაოს აღწერა
  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
  • უნაღდო კონვერტაციების წარმოება;
  • გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილების განაღდება;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • თიბისი ფეის ყოველდღიური ინკასაცია, ზედმეტობა-დანაკლისის აღრიცხვა და გატარება;
  • სალაროს გახსნისა და  დაკეტვის ჟურნალის აღრიცხვა, სეიფის დალუქვა-გაღება;
  • სალაროში აღმოჩენილი დანაკლისი-ზედმეტობის აქტების ფორმირება და ფაილინგი,  მიღება-ჩაბარების აქტების ფორმირება და ფაილინგი;
  • სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;
დამატებითი ინფორმაცია
სამუშაო გრაფიკი მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის საათებში მუშაობას;
 
რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ  კანდიდატებთან.