უნივერსალური მოლარე-ოპერატორი (სარეზერვო თანამშრომელი) - კახეთი

ვაკანსიის კოდი VC2358
ადგილმდებარეობა კახეთი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 28.02.2018
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
გაყიდვები - 1 წელი
განათლება
ბაკალავრი
ენები
  • ინგლისური - საშუალო
  • რუსული - საშუალო
უნარები
  • აქტიურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • სისხარტე
  • გაყიდვების უნარი
დამატებითი მოთხოვნები

სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა
  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილების განაღდება;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო და სამგზავრო ჩეკებიბთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
  • იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულება; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.
  • ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოება;
  • სამგზავრო ჩეკების გაყიდვისა და განაღდების ოპერაციების წარმოება;
  • დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოება;
  • სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;
დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, ტესტირების ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

შერჩეული კანდიდატები დასაქმებამდე გაივლიან მომზადებას, რომელიც მოიცავს 3 თვემდე პერიოდს.