საოპერაციო პროდუქტების მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC3164
ადგილმდებარეობა სათაო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილება
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 18.12.2018
კატეგორია გაყიდვები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი
განათლება
ბაკალავრი, მაგისტრი
ენები
  • ინგლისური - ძალიან კარგი
უნარები
  • ლიდერობა
  • სტრატეგიული ხედვა
  • კომუნიკაბელურობა
  • მოლაპარაკების წარმოება
  • პრეზენტაციის უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ინოვაციური ხედვის უნარი
სამუშაოს აღწერა
  • არსებულ და ახალ საოპერაციო პროდუქტებსა და მომსახურების ბიზნეს პროცესებში შესატანი ცვლილებების შესახებ ამოცანების ფაიფლაინის მართვა:
  • პროდუქტების პროცესების კუთხით ეფექტური (მარტივი, სწრაფი, ნაკლებ დანახარჯიანი) პროცესების აწყობა/დანერგვა, არსებულის რედიზაინი და ცვლილება.
  • დაპრიორიტეტებული ამოცანების სტატუსების და ვადების განახლება;
  • დამკვეთთან უკუკავშირი და რეპორტინგი;
  • დამტკიცებული პროდუქტების და მომსახურების სრული ბიზნეს პროცესის ანალიზი (End to end) და მოდელირება მომსახურების არხების ჭრილში;
  • მომხმარებლის კმაყოფილების და საოპერაციო ეფექტურობის უზრუნველყოფა:
  • მომხმარებლის მომსახურების ტრაექტორიის დეტალური ანალიზი და მოდელირება;
  • მომსახურების პროცესების ოპტიმალური ავტომატიზაცია;
  • შეცდომების და რისკების ალბათობის დადგენა და მინიმუმამდე დაყვანა;
  • არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის განსაზღვრა და შეთანხმება შესაბამის განყოფილებებთან;
  • ბიზნეს პროცესში სხვა განყოფილებების ჩართულობის განსაზღვრა და მათი მოთხოვნების ეფექტური გათვალისწინება;
  • კონფიგურირებადი პროცესის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების უფლებების და ლიმიტების ანალიზი;
  • რეპორტების საჭიროებების განსაზღვრა;
  • სხვა საბანკო პროცესებთან,  პროდუქტებთან და საბანკო სისტემების შესაძლებლობებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
  • შესაბამის ბიზნეს პროცესების ექსპერტებთან  უკუკავშირი და პოტენციური თანაკვეთების განსაზღვრა;
  • ბიზნეს ანალიტიკოსის მითითებით ამზადებს საკითხს შესაბამის არქიტექტორთან შესათანხმებლად და უზრუნველყოფს საკითხის არქიტექტურის კომიტეტზე განხილვას და დამტკიცებას
  • PM-ის როლის შესრულება მცირე ზომის პროექტებზე
  • სისტემის მიმართ ცვლილებების მოთხოვნის დოკუმენტის ბიზნეს მოთხოვნების სპეციფიკაციების ნაწილის (თავის) (BRS) ჩამოყალიბება (ბიზნეს პროცესის end to end ანალიზის და მოდელირების საფუძველზე)სისტემის მიმართ მოთხოვნების დაკუმენტის ბიზნეს მოთხოვნების სპეციფიკაციების ნაწილის (თავის) შეთანხმება სხვა და სხვა განყოფილებებთან  და გადაცემა ბიზნეს ანალიტიკოსისთვის
  • პროდუქტების ან მომსახურების ბიზნეს პროცესების  პროგრამული რეალიზაციის  კონტროლი და მხარდაჭერა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერისათვის სისტემის მიმართ მოთხოვნების დოკუმენტის გადაცემა და  დავალების მიცემა ტესტ ქეისების მომზადების შესახებ. 
  • ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის მიერ მომზადებული ტესტ ქეისების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მითითებების მიცემა  და შემდგომი ვალიდაციის უზრუნველყოფა ბიზნეს ანალიტიკოსის მხრიდან;
  • ანალიტიკოსისთვის და რელიზ მენეჯერისთვის სატესტო ვერსიის სატესტო გარემოში დანერგვის მოთხოვნა; 
  • ტესტირების ეტაპის დასრულების შემდგომ ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის მიერ ხელმოწერილი შედეგების მიღება. 
  • UAT (User acceptance test) ჩატარების უზრუნველყოფა დამკვეთის მხრიდან ფუნციონალურ მოთხოვნასთან შესაბამისობის დადასტურების კუთხით. 
 
დამატებითი ინფორმაცია
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.