დაბეჭდვა

მონაცემთა ინჟინერი

ვაკანსიის კოდი ........... VC3060
ადგილმდებარეობა ........ თბილისი
ორგანიზაცია ............... სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა ......... 22.11.2018
კატეგორია .................. სხვა
დასაქმების ტიპი ......... სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ......... სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე .... სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

უნარები
  • სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • ანალიტიკური აზროვნება
დამატებითი მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრი ან მაგისტრი ტექნიკურ დისციპლინაში: კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, სტატისტიკა და სხვა;
  • SQL-ში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ბიზნეს გარემოში; 
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება პროგრამირების რომელიმე ენაში (სასურველია ერთ-ერთი შემდეგი: Python, R, SAS, Java, C/C++)  ჩაითვლება უპირატესობად;
  • დისტრიბუცირებულ მონაცემთა სისტემებთან (Teradata, Hadoop, Hive, Spark) მუშაობის გამოცდილება   ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა

პოზიციის შესახებ
მონაცემთა ინჟინერის ძირითადი მოვალეობა იქნება კონკრეტული ბიზნეს ამოცანების შესასრულებლად ბანკში არსებული სხვადასხვა მონაცემთა საწყობებიდან მონაცემების შეგროვება, ინტეგრირება, მოდელირებისთვის მომზადება და ანგარიშგება.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა წყაროდან მიღებული დიდი რაოდენობა მონაცემებისთვის ETL პროცედურების დაწერა;
  • ბიზნესის ყოველდღიური მუშაობისთვის საჭირო ანგარიშების აგება და მათი ვიზუალიზაცია მონაცემებზე დაყრდნობით;
  • მჭიდროდ თანამშრომლობა მონაცემთა მეცნიერებთან მოდელირებისთვის საჭირო ბაზების მოსამზადებლად;
  • არსებული მონაცემთა ბაზების მართვა და ოპტიმიზირება.

დამატებითი ინფორმაცია

გუნდის შესახებ
თიბისის ბანკის მონაცემთა მართვისა და მოდელირების ჯგუფი კლიენტების შესახებ ბანკში არსებული მონაცემებით ქმნის კლიენტების სეგმენტაციისა და მათი ქცევის პროგნოზირების მოდელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან ამ მოდელების ბიზნეს-პროცესებში დასანერგად. ჯგუფის მიზანია, თიბისიმ შეძლოს თითოეული კლიენტისთვის უკეთესი და მათზე პერსონალურად მორგებული საბანკო მომსახურების შეთავაზება.