დაბეჭდვა

საცალო სესხების პროდუქტების უფროსი მენეჯერი (ავტოსესხების მიმართულებით)

ვაკანსიის კოდი ........... VC3097
ადგილმდებარეობა ........ სათაო ბანკი, საცალო სესხების გაყიდვების განყოფილება
ორგანიზაცია ............... სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა ......... 21.11.2018
კატეგორია .................. გაყიდვები
დასაქმების ტიპი ......... სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ......... სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე .... სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
 
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
 
ენები
  • ინგლისური - ძალიან კარგი
  • რუსული - ძალიან კარგი
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
  • აქტიურობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ინიციატიურობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • მოტივირებულობა
დამატებითი მოთხოვნები
  • ბანკში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მიმდინარე პოზიციაზე გაყიდვებში მაღალი შედეგები;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა

  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი სესხების კუთხით;
  • პროდუქტის განვითარებაზე (დიზაინი, პროცესები, ფასები) მუდმივი ზრუნვა;
  • ავტოდილერებთან მუდმივი კონტაქტი, მათთან შეხევდრების დაორგანიზება;
  • ფილიალების მხარდაჭერა სესხთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე (რისკები, ფასდადება, პროცესები, პრობლემები, გაცემა);
  • გაყიდვების მაქსიმიზაციისათვის აქციების დაგეგმვა და წარმართვა ( აქციების მიმდინარეობის მონიტორინგი);
  • აქციების პირობებში მოტივაციის სისტემის შემუშავება;
  • რისკებთან მუდმივი ინტერაქცია პროდუქტის გაუმჯობესების და გამარტივების კუთხით;
  • დელეგირებების ფარგლებში პროდუქტის ფასდადებაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა (სემინარები, ტრეინინგები სხვა აქტივობები);
  • პორტფელში არსებულ პროდუქტებზე პროგრამების შედგენა დადგენილი ფორმატით;
  • პროდუქტების დასამტკიცებლად გეგმების დასახვა;
  • გეგმების ფილიალებზე გადანაწილება, შესრულების კონტროლი;
  • ფილიალის შესაბამის თანამშრომლებთან უკუკავშირი, პრობლემების თავმოყრა, ანალიზი და შესაბამის განყოფილებებთან გადაგზავნა მათი აღმოფხვრის მიზნით;
  • შედეგების შესახებ ანგარიშების წარმოება (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
  • არსებული პორთფელის მონიტორინგი და კონტროლი;
  • Cross-selling -ის მართვა.

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.