სერვის ექსპერტი - საგადახდო სისტემებთან ანგარიშსწორების გუნდში

ვაკანსიის კოდი VC10066
ადგილმდებარეობა სათაო, თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 27.09.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე არ არის განსაზღვრული
სამუშაოს აღწერა
გადახდების ლიგაში, საგადახდო სისტემებთან ანგარიშსწორების  გუნდში, ვეძებთ ტექნიკური ბექ-გრაუნდის სერვის ექსპერტს.
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ჩართული იქნები საბარათე  გადახდების სისტემების განვითარების და დანერგვის პროცესში.
გექნება საშუალება, წვლილი შეიტანო ბანკისთვის სტრატეგიული მიმართულების განვითარებაში.
 
 
ვის ვეძებთ:
  • გაქვს სისტემის პროექტირებისა და ანალიზის უნარი;
  • გაქვს საგადახდო, საბარათე პროდუქტების ცოდნა;
  • გაქვს მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გაქვს ანალიზისა და კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გაქვს სიახლეების ათვისების უნარი;
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და ორგანიზებული;
  • მზად ხარ გამოწვევებისთვის და სიახლეებისთვის;
 
 
რას გააკეთებ:
  • საგადახდო სისტემებთან ანგარიშსწორების გაუმჯობესების მიმართულებით IT პროექტების, ცვლილებებისა და სერვისული მოთხოვნების პირველადი ანალიტიკა;
  • ბიზნეს პროცესების  მოკლვევა და ანალიზი;
  • ანალიტიკურ ამოცანასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება, ბიზნეს პროცედურების აღწერა და მოდელირება;
  • ტექნიკური დავალებების მომზადება;
  • ტესტ-ქეისების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის სტანდარტების გამოყენება პროექტების  ორგანიზებაში (Confluence, JIRA);
  • პროექტის მართვის პროცესში ამოცანების ვადების კონტროლი;
  • იქნები მჭიდრო კომუნიკაციაში ბანკში არსებულ სხვადასხვა მიმართულებებთან: ბიზნეს სეგმენტები, გადახდების სისტემები/სერვისების მიმართულება, საოპერაციო რისკები, IT მიმართულება;
  • ჩართული იქნები ტექნიკური ცვლილებების დანერგვის და განვითარების პროცესში;
 
სასურველია გქონდეს:
  • ბიზნეს ამოცანებისა და პროცესების დოკუმენტირებისა და მოდელირების გამოცდილება (PBMN, UML დიაგრამები);
  • საბანკო ან გადახდების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება/ანალიზი უნარები (იგულისხმება მონაცემთა ბაზებთან მუშაობა SQL, Ecxell  მუშაობის გამოცდილება);
  • საგადახდო სისტემებთან ( MasterCard, Visa) მუშაობის გამოცდილება;
  • IT პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, სრული ციკლის ანალიზი;
  • პროექტებზე Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი