უსაფრთხოების ადმინისტრატორი - თბილისი

ვაკანსიის კოდი VC10067
ადგილმდებარეობა ბაღდათი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 27.09.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე არ არის განსაზღვრული
სამუშაოს აღწერა
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი აქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბანკის მატერიალური და ფინანსური რესრურსების უსაფრთხოებას. 
 
 
შენ, როგორც უსაფრთხოების ადმინისტრატორი :
  • უზრუნველყოფ ბანკის ფილიალებში / სერვის ცენტრებში მატერიალური და ფინანსური რესურესების უსაფრთხოებას;
  • უზურმველყოფ ოპერატიულად  მნიშვნელოვანი ინფორმაციის დროულ მიღებას და ბანკის საწინააღმდეგოდ მიმართული პრეცენდენტების აღკვეთას;
  • უზურნველყოფ საბანკო კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას.
 
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები
  • ხარ აქტიური და გაქვს განვითარების მაღალი მოტივაცია
 
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
კომპენსაცია
(დარიცხული)
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი