ფინანსური სისტემების განვითარების, მართვისა და მონაცემთა დამუშავების ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი VC10069
ადგილმდებარეობა სტრატეგიული ფინანსური სისტემების მართვის, განვითარებისა და მონაცემთა ანალიზის განყოფილება,სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 27.09.2022
კატეგორია ფინანსები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ეჯაილ გუნდში ვეძებთ ფინანსური სისტემების განვითარების, მართვისა და მონაცემთა დამუშავების ანალიტიკოსს.

ჩვენი გუნდი მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, ხოლო შენ
გექნება სრული თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და გამოწვევების მქონე ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
 
ვის ვეძებთ:
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული, ორგანიზებული და დეტალებზე ორინეტირებული;
  • გხიბლავს პროცესების გაანალიზება და ავტომატიზაციის გზების მოძიება;
  • გაქვს ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
  • კარგად ფლობ საოფისე პროგრამებს (განსაკუთრებით MS Excel-ს);
 
რას გააკეთებ?
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ახალი მოთხოვნების და ამოცანების ანალიზსა და შესრულებაში;
  • მონაწილეობას მიიღებ რეპორტების, ფინანსური მოდელების და სტრუქტურების პროექტირებაში, შექმნასა და არსებულის მოდიფიკაციაში;
  • განავითარებ მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციას;
  • მონაწილეობას მიიღებ ანალიტიკური რეპორტების შექმნასა და განვითარებაში;
  • ჩართული იქნები ცვლილებების ტესტირებაში;
  • მონაწილეობას მიიღებ ხარვეზების იდენტიფიცირებასა და პრობლემების მოგვარებაში;
 
 
აუცილებელი მოთხოვნებია:
  • საბანკო პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • IFRS რეპორტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
  • საბანკო ფინანსების სიღრმისეული ცოდნა;
  • MS SQL-ში მუშაობის გამოცდილება;
 
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

 

დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი