Angular დეველოპერი

ვაკანსიის კოდი VC10072
ადგილმდებარეობა სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 28.09.2022
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკის ეჯაილ გუნდში ვეძებთ ფრონტენდ დეველოპერს.
 
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ სტრატეგიულ პროექტზე, ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბანკის  სტრატეგიას TBC Front-End ის განვითარების ნაწილში. შენ გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ იმუშავო გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.
 
ვის ვეძებთ
თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული ფრონტენდ დეველოპერი, გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!
 
შენ იქნები:
 
გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ახალი და ინოვაციური საბანკო აპლიკაციების შექმნაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესეს.
 
შენ დაგევალება:
 
• ეჯაილ გუნდთან ერთად ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში მონაწილეობა;
• ამოცანის შესაბამისი ფრონტენდ აპლიკაციის შექმნა ან არსებულში ცვლილებების შეტანა;
• აპლიკაციების ოპტიმიზაცია, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
• UI/UX შემუშავებაში მონაწილეობა;
• გუნდის საერთო რესურსების, UI კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში მონაწილეობა.
 
უნდა გქონდეს:
 
• მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აპლიკაციების დეველოპმენტში;
• Angular ფრეიმვორკის და Typescript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
• JavaScript ენის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
• HTML, CSS ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
• სორს კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Git, SVN);
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
• გუნდში მუშაობის უნარი;
• კომუნიკაბელობა;
• ინიციატივიანობა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
 
სასურველია:
• CSS პრეპროცესორებთან მუშაობის გამოცდილება (Sass, LESS);
• ვებ კომპონენტების დეველოპმენტის გამოცდილება (Angular Elements);
• Unit ტესტების წერის გამოცდილება;
• HTML markup-ის აწყობის გამოცდილება.
 
გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ იმეილზე: Techvacancy@Tbcbank.com.ge;
იმეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Angular დეველოპერი - TBC.ge.
 
გისურვებთ წარმატებას!