.Net დეველოპერი

ვაკანსიის კოდი VC10074
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 28.09.2022
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
.Net  დეველოპერი
 
ეჯაილ გუნდში ვეძებთ .Net დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,
გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;
ვის ვეძებთ:
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
  • თუ გაქვს .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core), WCF);
  • გაქვს რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება;
  • გაქვს  სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
რას გააკეთებ?
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
  • შექმნი ამოცანის შესაბამის აპლიკაციებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;
  • გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;
  • მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;
  • მონაწილეობას მიიღებ  Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;
  • მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში
კარგი  იქნება რომ გქონდეს:
  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების SOLID პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება
  • Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest)
  • სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain-driven design (DDD) და სხვ.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ მეილზე - techvacancy@tbcbank.com.ge
ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
 
 
კომპენსაცია
(დარიცხული)