Android დეველოპერი

ვაკანსიის კოდი VC10076
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 28.09.2022
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა

Android დეველოპერი

თიბისი ბანკში, მობაილ ბანკის დეველოპმენტის ეჯაილ გუნდში ვეძებთ Android დეველოპერს.
 
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და ავითარებს მობაილ ბანკის აპლიკაციას, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და იმავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.
 
ვის ვეძებთ:
· თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
· გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
· გაქვს Java და Kotlin დაპროგრამების ენის, Android SDK და Android Studio-ის კარგი ცოდნა და გამოცდილება;
· გაქვს ბიზნეს პროექტებში Android დეველოპერად მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
· გაქვს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების (OOP) პრინციპებისა და Design Pattern-ების ცოდნა;
· გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
· შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
 
რას გააკეთებ?
· ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC);
· მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში;
· გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას.
 
კარგი იქნება რომ გქონდეს:
· Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა;
· UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
· ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება;
· Unit ტესტების წერის გამოცდილება.
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ მეილზე - techvacancy@tbcbank.com.ge
ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
 
 
კომპენსაცია
(დარიცხული)