სერვის ექსპერტი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

ვაკანსიის კოდი VC10103
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 03.10.2022
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში, სერვის ექსპერტი.
გუნდი:  ბიზნეს ინტერნეტბანკი - მომხმარებლის მოზიდვა/აქტივაცია.
თიბისიში იქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს ციფრული არხები, რომლებიც უმარტივებენ სხვადასხვა ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას. ამ გუნდში ხდება ბიზნესების საჭიროებების კვლევა, ანალიზი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადადწყვეტების შექმნა.
 
ვის ვეძებთ:
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;
  • თუ გქონია გამოცდილება მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტების შექმნაში.
  • თუ გქონია გამოცდილება / მონაწილეობა მიღებული UX კვლევაში.
  • თუ გაქვს კონცეპტუალური ხედვა,  ვიზუალური კომუნიკაციის უნარი.
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • შეგიძია API სერვისების გარჩევა მისი შემდგომი გამოყენების მიზნით;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;
  • ხარ მომხმარებელზე და მისი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ადამიანი;
  • ხარ დაბალანსებული უნარებით ბიზნესში და აი-ტი-ში;
 
რას გააკეთებ?
  • მონაწილეობას მიიღებ და დაგეგმავ გუნდის წინსვლისთვის საჭირო ცერემონიებს.
  • გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ მომხმარებლის საჭიროებების კვლევაში და ანალიზში.
  • შექმნი პროდუქტის როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან სტრატეგიას და მიზანს.
  • შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;
  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!
 
 
კარგი იქნება რომ გქონდეს:
  • Design Sprint, Design Thinking მეთოდოლოგიებით მუშაობის გამოცდილება
  • Agile (Scrum) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო, ციფრული არხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი