AML - ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი VC10124
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 04.10.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე არ არის განსაზღვრული
სამუშაოს აღწერა
შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილება აცხადებს ვაკანსიას AML ანალიტიკოსის პოზიციაზე
 
 
ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკის ძირითადი საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზიდან ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
  • კლიენტების შესწავლა, ანალიზი და გადაწყვეტილება მიღება მათ მომსახურებასთან დაკავშირებით;
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაოს შესრულება და ბანკის სხვა თანამშრომელთა კონსულტირება;
  • საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების გამოვლენა, ანალიზი და რეპორტის მომზადება;
  • შიდა პროცესების აღწერა და დადოკუმენტირება;
  • საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოძიება;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციების ანალიზი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ორგანიზაციაზე, ასევე ქვეყანაზე;
  • ანალიტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
  • რეკომენდაციების მომზადება კონტროლის მექანიზმების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
 
 
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკურ, საბანკო და სხვა ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (Advanced) 
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის საკითხებზე საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებების ცოდნა
  • სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საფინანსო/საბანკო სისტემაში მუშაობის გამოცდილება
  • საბანკო პროცედურებისა და პროდუქტების ცოდნა
  • კლიენტთა მომსახურების ზოგადი პრინციპების ცოდნა
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების წერის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა / ორგანიზებულობა
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი