მარაგების მართვისა და ინვენტარიზაციის კოორდინატორი

ვაკანსიის კოდი VC10130
ადგილმდებარეობა ლოგისტიკის განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 05.10.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
განათლება
ბაკალავრი
სამუშაოს აღწერა
  • ბანკის მასშტაბით არსებული ფილიალების გახსნაში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობში არსებული ინვენტარის ფიზიკური და პროგრამული თანხვედრის კონტროლი;
  • ბანკში არსებული ინვენტარის ეფექტურ მართვა/კონტროლთან დაკავშირებული წესების აღსრულების კონტროლი და ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებით რეკომენდაციების წარმოდგენა;
  • სათაო ოფისებსა და ფილიალებში არსებული ავეჯთან დაკავშირებული ხარვეზების კონტროლი და აღმოფხვრა;
  • ჯგუფის მიერ განხორცილებული საოფისე ავეჯის დაკვეთების მართვა და კონტროლი, მიღებული ავეჯის ხარისხის შემოწმება და სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
  • ავეჯის კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულების მართვა, კერძოდ: დაკვეთის შესრულების ხარისხის, ვადისა და ფასის ხელშეკრულებასთან თანხვედრისა და საგარანტიო პირობების კონტროლი;
  • ფილიალის დახურვის პროცესის მართვა, კერძოდ ფილიალში არსებული ძირითადი საშუალებების აღწერა, აღწერილი ინვენტარის ფილიალის პროგრამულ ბალანსთან შედარება, ინვენტარიზაციის აქტის შედგენა და შესაბამისი ინვენტარის ჩამოწერის პროცესის მართვა (იგულისხმება ჩაშენებული ინვენტარი, რომელთა დემონტაჟი ვერ ხდება დაზიანების გარეშე);
  • ლოგისტიკის განყოფილების ინსტრუქციების შესაბამისად ქსელისა და საწყობის ინვენტარიზაციის ჩატარება განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით; ამასთან ინვენტარიზაციის თარიღებს შორის, შერჩევით ობიექტების (ფილიალი, სათაო ოფისი) ინვენტარიზაცია;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამცდილება
 
ველოდებით  გამოხმაურებას თუ:
  • გაქვს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • ხარ კომუნიკაბელური, ყურადღებიანი და გუნდური;
  • ხარ ორგანიზებული და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
  • ხარ დეტალებზე ორენტირებული
  • გაქვს მოლაპარაკებების წარმოების უნარი
 
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
კომპენსაცია
(დარიცხული)
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998