კომერციული დაგეგმვის და ანალიზის სპეციალისტი

ვაკანსიის კოდი VC10140
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 05.10.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
გადახდების განვითარების ლიგის ფინანსების მართვის მიმართულებით ვეძებთ კომერციური დაგეგმვის და ანალიზის სპეციალისტს.
 
ძირითადი საქმიანობა:
  • შიდა, ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური რეპორტების უზრუნველყოფა;
  • უმაღლეს და საშუალო რგოლის მენეჯმენტთან ბიზნეს შედეგების დროული და ხარისხიანი რეპორტინგის წარმოება;
  • შიდა და გარე მოხმარებისთვის  გადახდების ბიზნესის შედეგების შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
  • ეკონომიკის, ბაზრის პოტენციალის და ბიზნეს შედეგების ანალიზი, ბიზნესის გეგმების და ბიუჯეტის მომზადება; ფინანსებთან და ბიზნესთან კოორდინცია;  
  • ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი; დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, გადახრების ანალიზი და ანალიზის შედეგად რეკომენდაციების წარდგენა;
  • კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და მათი ანალიტიკური ინფორმაციით მხარდაჭერა;
  • Add Hawk ანგარიშგების წარმოება;
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
  • ინიციატიურობა;
  • განსხვავებული ტიპის სამუშაოების პარალელურად წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
 
დამატებითი მოთხოვნები:
  •  უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის Excel- ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე;
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი