ინფორმაციული უსაფრთხოების პარტნიორი- ციფრული განვითარების ლიგა / ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება

ვაკანსიის კოდი VC10144
ადგილმდებარეობა ციფრული განვითარების ლიგა / ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 30.09.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
სამუშაოს აღწერა
 
ვინ ვართ და ვის  ვეძებთ
 
ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი IT ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში, ციფრული განვითარების ლიგაში ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების პარტნიორს, რომელიც ციფრული განვითარების ლიგას დაეხმარება მსოფლიოში საუკეთესო ინტერნეტ და მობაილ ბანკის ახალი ფუნქციონალის დეველოპმენტის და მხარდაჭერის პროცესებში, საწყისი ეტაპებიდანვე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებაში და ჩაშენებაში.
 
პოზიცია უფრო მეტად მიესადაგება (თუმცა შეზღუდული არ არის) ისეთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება Software Development-ში ან მასთან დაკავშირებულ პროცესებში და სურთ უსაფრთხოების მხრივ გააგრძელონ კარიერა.
 
ასევე ვეძებთ მონდომებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სპეციალისტებსაც, რომლებსაც აინტერესებთ უსაფრთხოების საკითხები და ჭირდებათ გარემო, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ განვითარდნენ ამ მიმართულებით.
 
ჩვენ ვეძებთ კადრს, რომელსაც გააჩნია დიდი ენთუზიაზმი საქმისადმი, შეუძლია დეტალებზე დაკვირვება და ასევე აქვს უნარი რომ კომპლექსურ გარემოში შეკრას დიდი სურათი და დააკავშიროს მნიშნველოვანი დეტალები, აქვს კარგი ანალიტიკური უნარები და ასევე შეუძლია ინიციატივის გამოჩენა პრობლემის მოკვლევის და გადაწყვეტის დროს.
 
 
  მთავარი ფუნქციები:
  • პროდუქტის განვითარების გუნდებთან, დეველოპერებთან, სისტემის/ქსელის ინჟინრებთან, პროდუქტის მფლობელებთან და სხვა კოლეგებთან კოლაბორაცია, რათა უზრუნველყოთ აპლიკაციების და მასთან დაკავშირებული კომპონენტების უსაფრთხო დიზაინი, განვითარება და დანერგვა
  • აპლიკაციების, სისტემების უსაფრთხოების მოთხოვნების ჩამოყალიბება და პროდუქტის განვითარების გუნდებთან აღნიშნულის კომუნიკაცია და აღსრულების მონიტორინგი
  • აპლიკაციების, სისტემების უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვა და მუდმივი გაუმჯობესების პროცესის უზრუნველყოფა
  • სტატიკური კოდის ანალიზის სისტემების მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გადახედვა/გადამოწმება/პრიორიტეტიზაცია
  • შეღწევადობის ტესტირების პროცესის კოორდინაცია და ჩართულობა
  • პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის პროცესში ჩართულობა
  • პროდუქტების განვითარების გუნდებისთვის ცნობიერების ამაღლების პროგრამის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება
  • პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვის პროცესში ჩართულობა
 
    ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Software Development თან დაკავშირებული პროცესების და შესაბამისი ტექნოლოგიების ცოდნა
  • ვებ და მობილური ტექნოლოგიების ცოდნა
  • Web Application Firewall-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პროგრამული ენების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
  • ახალი პროგრამული ენების და ტექნოლოგიების ათვისების უნარი
  • უსაფრთხოების ჩარჩოების და სტანდარტების ცოდნა როგორიც არის OWASP, ISO 27001, NIST CYBER SECURITY FRAMEWORK ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპლექსური სისტემებისა და აპლიკაციების დაშლის გამოცდილება ხარვეზების საპოვნელად
  • უსაფრთხოების ზოგადი სისუსტეების და შეტევის ვექტორების ცოდნა
  • რთული ტექნიკური საკითხებისა და რისკების კომუნიკაციის უნარი დეველოპერებისთვის, IT ინჟინრებისთვის, პროდუქტის განვითარების გუნდისთვის და მენეჯმენტისთვის
  • Google საძიებო სისტემის გამოყენების ძალიან კარგად ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
 
    პიროვნული თვისებები და უნარები:
 
  • ენთუზიაზმი სამუშაოს მიმართ
  • კრიტიკული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
 
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი