უმცროსი სპეციალისტი, გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების მართვის განყოფილებაში

ვაკანსიის კოდი VC10145
ადგილმდებარეობა სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 05.10.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სტაჟიორი
სამუშაო გრაფიკი მოქნილი გრაფიკი
გამოცდილების დონე დამწყები
სამუშაოს აღწერა
გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) უმცროსი სპეციალისტის პოზიციის მიზანია:
 
გააძლიეროს გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულება როგორც თიბისი ბანკში, ასევე საზოგადოებაში, შეიმუშავოს სხვადასხვა პროექტები გარემოს დაცვის და სოციალური მიმართულებებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზება გაუწიოს ESG მიმართულებით სხვადასხვა შიდა და გარე ღონისძიებებს, მოამზადოს მასალები როგორც შიდა, ასევე გარე კომუნიკაციისთვის, ჩაერთოს  გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების გაძლიერების პროცესში, განახორციელოს მონიტორინგი და შედეგების შეფასება.
გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) უმცროსი სპეციალისტი შეუერთდება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მართვის განყოფილებას, რომელიც შეიქმნა ჯგუფის მასშტაბით მოცემული მიმართულებების გასაძლიერებლად და ჯგუფის საქმიანობის შედეგად საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენის გასაზრდელად. 
 
შენი საქმიანობა იქნება:
 
  • განახორციელო სხვადასხვა აქტივობები თიბისი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიის / პოლიტიკის შესაბამისად
  • ორგანიზება გაუწიო გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით სხვადასხვა შიდა და გარე ღონისძიებებს
  • მოამზადო მასალები როგორც შიდა, ასევე გარე კომუნიკაციისთვის
  • ჩაერთო  გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების გაძლიერების პროცესში
  • ჩაერთო ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში გარემოსდაცვითი, გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების მხარდასაჭერად
  • განახორციელო მონიტორინგი და შედეგების შეფასება
  • ჩაერთო თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის მომზადებაში
  • განახორციელო მონაცემთა მართვა და ვიზუალიზაცია
  • გაეცნო საერთაშორისო და ადგილობრივი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) სტანდარტებსა და შეფასების ინსტრუმენტებს;
  • მონაწილეობას მიიღო ESG მონაცემთა ანალიზის, გამჭვირვალობისა და გამჟღავნების სტანდარტების განვითარებაში.
  • ითანამშრომლო აქტიურად სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან განყოფილების საქმიანობის მხარდასაჭერად.
 
ველოდებით გამოხმაურებას თუ გაქვს:
 
  • ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, მარკეტინგში, განვითარების კვლევებში, ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • გარემოსდაცვითი, სოციალური, გენდერულ და/ან მრავალფეროვნების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
  • გარემოსდაცვითი, სოციალური, გენდერულ და/ან მრავალფეროვნების საკითხებზე შიდა და გარე კომუნიკაციის მიმართულებით 6-თვიანი გამოცდილება.
  • მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილება.
  • საჭიროა ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი.
  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა, როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი, სავალდებულოა.
  • კომპიუტერების და საოფისე პროგრამული პაკეტების გამოყენების გამოცდილება, სასურველია ვებ-ზე დაფუძნებული მართვის სისტემებისა და მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის მოწინავე პროგრამების მუშაობის გამოცდილება.
 
ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კომუნიკაბელური;
  • დაინტერესებული ხარ გარემოს დაცვის საკითხებითა და სოციალური ინიციატივებით
  • შეგიძლია შეაფასო სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები და პროექტები მდგრადი  განვითარების ჭრილში
  • გაქვს მონაცემთა ანალიზის პროგრამების გამოყენების გამოცდილება, მათ შორის, Excel, PowerBI
  • გაინტერესებს სიახლეები და არ გეშინია გამოწვევების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულად
  • და გჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება და შევქმნათ მდგრადი განვითარების საუკეთესო მაგალითი ქვეყანაში.
კომპენსაცია
(დარიცხული)
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი