შეფასების და რეპორტინგის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC10150
ადგილმდებარეობა უზრუნველყოფის მართვის და შეფასების განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 06.10.2022
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
პოზიციის მიზანი:
 
განახორციელოს კონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული შეფასების დასკვნების ავტორიზება, SLA და ხარისხის კონტოლი, აკოორდინიროს უზრუნველყოფის მონიტორინგის პროცესი, წარმართოს შიდა და გარე რეპორტინგი ქონებების შეფასების თემატიკაზე, განახორციელოს უზრუნველყოფის პორტფელის ანალიზი, მონაწილეობა მიიღოს ბანკის უზრუნველყოფის მართვის და შეფასების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებაში, უზრუნველ­ყოფის მარ­თვის აპლიკაციის (CMM) განვითარებაში, ბაზრის კვლევებსა და სხვა ანალიტიკურ პროექტებში, აგრეთვე, მონაცემთა ხარისხის მართვაში.
 
შენ როგორც შეფასების და რეპორტინგის მენეჯერი იმუშავებ შემდეგ ამოცანებსა და პროექტებზე:
 
  • უზრუნველ­ყოფის მარ­თვის პოლიტიკის და პროცედურების სრულყოფა;
  • შეფასების წესების, სტანდარტების და მონაცემთა ხარისხის მართვის რეგულაციების სრულყოფა;
  • უზრუნველ­ყოფის მარ­თვის აპლიკაციის (CMM) განვითარება;
  • უზრუნველყოფების მონიტორინგი (სტატისტიკური და ინდივიდუალური);
  • საშემფასებლო მომსახურების ვენდორების SLA და შეფასების ხარისხის კონტროლი;
  • ბაზრის კვლევები (საბაზრო ფასები, გაყიდ­ვე­­ბის და მიწოდების დინა­მი­კა და ა.შ.), ქონების ლიკვიდურობის კრიტერიუმების და დისკონტის განაკვეთების განსაზღვრა (TBC-ISET-FORSET-LIVO პროექტი REM lab);
  • უზრუნველყოფების პორტფელის ანალიზი;
  • შიდა და გარე რეპორტინგი;
  • მონაცემთა ხარისხის მართვა - CMM, LMS; ხარვეზების პრევენციის სისტემის შემუშა­ვება;
  • უზ­რუნ­ველ­ყოფის მართ­ვის და შეფასების საკითხებზე ბანკის სტრუქტურული ერთეულე­ბის კონსულტირება, და, თრენინგი.
 
 
შენი საქმიანობა იქნება:
 
  • ჩაერთო პოლიტიკის, პროცედურების და სხვა რეგულაციების დრაფტინგში;
  • შეადგინო ტექნიკური დავალებები უზრუნველ­ყოფის მარ­თვის აპლიკაციისათვის (CMM); გატესტო აპლიკაცია; მოამზადო თრენინგ მასალები და დაათრენინგო ფოკუს-ჯგუფები აპლიკაციის მოხმარებაში;
  • უხელმძღვანელო უზრუნველყოფების მონიტორინგის პროცესს, რათა მონაცემები რეგულარულად ახლდებოდეს LMS-ში;
  • შეფასების დასკვნების და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების ავტორიზება;
  • მონაცემთა ბაზების მოპოვება, დამუშავება და ანალიზი სხვადასხვა კვლევისათვის;
  • გაანალიზო ბანკის უზრუნველყოფების პორტფელი;
  • აკონტროლო საშემფასებლო მომსახურების ვენდორების SLA და შეფასების ხარისხი;
  • რეგულარულად მოამზადო მენეჯერული რეპორტები, სებ-ის რეპორტები, SLA რეპო­რტე­ბი;
  • ჩაერთო მონაცემთა ხარისხის მართვაში და ხარვეზების პრევენციის სისტემის შემუშა­ვებაში;
  • პერსონალის კონსულტირება და თრენინგი უზ­რუნ­ველ­ყოფის მართ­ვის და შეფასების საკითხებზე.
 
 
ველოდებით გამოხმაურებას, თუ გაქვს:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის/ეკონომიკის მიმართულებით;
  • საშემფასებლო საქმიანობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი);
  • რეპორტინგის და ანალიზის მიმართულებით გამოცდილება;
  • უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი (აგრეთვე, მოძრავი და ბიზნესის შეფასების სერთიფიკატების ქონა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი