სალაროს უფროსი-გორის საკასო ცენტრი

ვაკანსიის კოდი VC3327
ადგილმდებარეობა გორი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 26.03.2019
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
განათლება
ბაკალავრი
ენები
  • ინგლისური - დამწყები
  • რუსული - დამწყები
უნარები
  • თავაზიანობა
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ლიდერობა
  • გუნდის შეკვრის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
სამუშაოს აღწერა
  • საკასო ოპერაციების წარმოების ზოგადი კონტროლი;
  • კლიენტების ინკასაციით მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
  • მკაცრი აღრიცხვის ბლანკებისა და სხვადასხვა ფასეულობის მიღება-გაცემის ოპერაციების წარმოება;
  • ფილიალის საცავსა და საღამოს სალაროს შორის ნაღდი ფულის მოძრაობასთან (სავანსო თანხების გაცემა და მიღება) დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფა;
  • სათავო ბანკის საცავიდან ნაღდი ფულით ფილიალისთვის სალაროს გამაგრების ოპერაციების წარმოება;
  • სალაროს ყოველდღიური ნაშთის ლიმიტის კონტროლის უზრუნველყოფა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • სალაროს დღიური საბუთების ფორმირება და მათი სათანადო შენახვის უზრუნველყოფა;
  • ფულის და სხვა ფასეულობების საცავში დადგენილი წესისამებრ შენახვის უზრუნველყოფა;
  • დადგენილი პერიოდულობით ან სხვა შემთხვევაში სალაროს ფასეულობის რევიზიისთვის აუცილებელი ღონისძიებების უბრუნველყოფა;
დამატებითი ინფორმაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.