იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - გენერალური მრჩეველი

ვაკანსიის კოდი VC3620
ადგილმდებარეობა თბილისი, სათაო ოფისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 26.06.2019
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი
ძირითადი მოთხოვნები
გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 10 წელი
უნარები
  • მაღალი დონის პროფესიონალიზმი
  • სტრატეგიული და კომერციული აზროვნების უნარი
  • პროფესიონალებისგან შემდგარი დიდი გუნდის მართვის უნარი
  • მოლაპარაკებების წარმოების და შეთანხმების მიღწევის უნარი
  • საკუთარი თავის და თანამშრომლების მოტივირების უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
  • გუნდური, ორგანიზებული მუშაობის უნარი
  • ინიციატივიანი და პროაქტიული
  • ცვლილებების მიმართ მოქნილი
დამატებითი მოთხოვნები
 
 
  • განათლება :
    • უმაღლესი იურიდიული განათლება (საზღვარგარეთ მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
       
    • მაგისტრის ხარისხი აუცილებელია
       
  • გამოცდილება :
     
    • იურისტის სპეციალობით მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
       
    • მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
       
    • აუცილებელია მსხვილი და კომპლექსური ქეისების მართვის გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
       
    • აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოებთან და რეგულატორთან მუშაობის გამოცდილება

 
  • პროფესიული კურსები / სერთიფიკატები :
    • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სავალდებულოა (კანდიდატს ჩაბარებული უნდა ქონდეს ადვოკატის გამოცდა საერთო ან სამოქალაქო სპეციალობით);
       
    • უპირატესობა ჩაითვლება ინგლისის ან ა.შ.შ-ს ადვოკატის ლიცენზიის ქონა
 
  • აუცილებელი საბაზისო / პროფესიული ცოდნა:
    • ინგლისური ენის კარგი ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ვერბალური უნარები;
 
სამუშაოს აღწერა
 
  • იურიდიული დეპარტამენტი გენერალური მრჩევლის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს თიბისი ბანკისა და მისი თანამშრომლების იურიდიულ წარმომადგენლობას;
     
  • უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციითა და რჩევებით ორგანიზაციის თანამშრომლებს, საბჭოს და სხვა სტრუქტურულ ერთეულებს მარეგულირებელ და სხვა ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ბანკსა და მის საქმიანობაზე;
     
  • ახორციელებს იურიდიულ კვლევას და ამზადებს იურიდიული დოკუმენტების შაბლონებს კომპანიის სასარგებლოდ;
     
  • გენერალური მრჩეველი ხელმძღვანელობს შემდეგ განყოფილებებს: სამართალწარმოების განყოფილება, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება და კორპორაციული მართვისა და კაპიტალის ბაზრების იურიდიული მხარდაჭერის განყოფილება;იგი უზრუნველყოფს, რომ თითოეულ განყოფილებაში სრულყოფილად და გამართულად მიმდინარეობდეს სამუშაო პროცესი.
     
  • თითოეულ განყოფილებას აქვს თავისი სპეციფიკა და მოქმედების განსხვავებული სფერო:
     
  • სამართალწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს თიბისის სასამართლო და /ან საარბირტრაჟო წარმომადგენლობას  და ძირითადად ფოკუსირდება ვალის ამოღების პროცედურებზე. იურიდიული მხარდაჭერით უზრუნველყოფს დასაკუთრებული აქტივების მართვის განყოფილებას, ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილებას, რესტრუქტურიზაციისა და რეაბილიტაციის განყოფილეას და პრობლემური სესხების მართვის განყოფილებას. ასევე, სამართალწარმოების განყოფილება ჩართულია  პოტენციური სამართლებრივი დავების საწყის ეტაპებზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი მართვისა და მოგვარების საქმეში.
     
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, მათ შორის ხელშეკრულებების, ტრანსაქციური სამუშაოების, დაკრედიტების, ახალი რეგულაციების, სამართლებრივი შესაბამისობის საკითხებზე რჩევებითა და კონსულტაციით უზრუნველყოფს ბანკის ყველა სტრუქტურულ ერთეულს და ფილიალებს. განყოფილება მონაწილეობას იღებს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში მარეგულირებელთან ერთად. იგი მონაწილეობს ბანკში ახალი პროდუქტების / პროცედურების / სტანდარტების შეფასებისა და დანერგვის პროცესში. გარდა ამისა, იგი მონაწილეობს თაღლითობის, მოქრთამვის პრევენციის მიმართულებით და ჩართულია კორპორატიული შესაბამისობის საკითხებში.
     
  • კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყყოფს იურიდიული მხარდაჭერით კორპორატიულ საბანკო ბიზნესის მართვის განყოფილებას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე და პასუხისმგებელია მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან გარიგებების პროცესზე. უზრუნველყოფს იურიდიულ კონსულტაციას დაკრედიტებისა და კორპორატიული კლიენტების მომსახურების პროცესში.
     
  • კორპორაციული მართვისა და კაპიტალის ბაზრების იურიდიული მხარდამჭერი განყოფილება პასუხისმგებელია კორპორაციული მართვის საკითხებზე, იურიდიულ დახმარებას უწევს თიბისი ბანკის საბჭოს და მოქმედებს როგორც იურიდული კონსულტანტი ყველა გარიგებაში, რომელიც კაპიტალის ბაზართან არის დაკავშირებული. აღნიშნული განყოფილება, ასევე, იურდიულ მხარდაჭერას უწევს თიბისი ბანკის „დედა“ კომპანიას ინგლისში და მის საბჭოს.
     
  • გენერალური მრჩეველი ასრულებს შიდა იურიდიული კონსულტანტის ყველა სხვა მოვალეობას.
დამატებითი ინფორმაცია
სამუშაო პოზიციის ბიზნეს ამოცანა:
  • იურიდიული დეპარტამენტის მართვა და ხელმძღვანელობა;
  • ბანკის მენეჯმენტისა და თანამშრომლების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციითა და რჩევებით მარეგულირებელ და სხვა ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ბანკსა და მის საქმიანობაზე.
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა თიბისი ჯგუფისთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, რომელიც თიბისი ჯგუფს ეხება.