გაყიდვების კონსულტანტ-ოპერატორი (სარეზერვო თანამშრომელი) - თბილისი

ვაკანსიის კოდი VC3796
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 18.08.2019
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
განათლება
ბაკალავრი
ენები
  • ინგლისური - კარგი
  • რუსული - კარგი
უნარები
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
  • თავაზიანობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გაყიდვების უნარი
დამატებითი მოთხოვნები

მოითხოვება გამოცდილება გაყიდვების სფეროში.

სამუშაოს აღწერა
  • კლიენტების საჭიროებების გამოვლენა;
  • კლიენტების ანგარიშების გახსნა, ანაბრების რეგისტრაცია და შემდგომი ოპერაციების წარმოება;
  • კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა საბანკო პროდუქტებისა და მათ ანგარიშებთან დაკავშირებით;
  • კლიენტების დარეგისტრირება ტექნოლოგიურ პროდუქტებზე;
  • არსებულ კლიენტებზე მომსახურების პროცესში საოპერაციო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაცია;
  • არსებულ კლიენტებთან დაკავშირება და პირველადი შეთავაზებების მიწოდება;
  • მომსახურების პროცესში ოპერაციებთან დაკავშირებით გამოვლენილი პრობლემების დაფიქსირება პასუხისმგებელ პირებთან;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და ლოიალური დამოკიდებულება;
  • სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტადნარტების ზედმიწევნით ცოდნა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
  • ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება;
  • სწრაფი გზავნილების განაღდება;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;

 

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 

შერჩეული კანდიდატები თიბისი ბანკის ტრენინგ ცენტრში გაივლიან მომზადებას.