უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ოფიცერი

ვაკანსიის კოდი VC3898
ადგილმდებარეობა შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილება
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 17.09.2019
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
გამოცდილება
მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
განათლება
ბაკალავრი, მაგისტრი
ენები
  • ინგლისური - კარგი
უნარები
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • აზრის ჩამოყალიბების უნარი
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანალიტიკური ანგარიშგების წერის უნარი
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ
  • სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი
  • თვითგანვითარებაზე ორიენტაცია
  • მოტივაცია და ენერგიულობა
  • ორგანიზებულობა
  • კეთილსინდისიერება
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკურ, საბანკო და სხვა ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის საკითხებზე საქართველოს კანონის, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულებების ცოდნა
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სტანდარტული საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საფინანსო/საბანკო სისტემაში მუშაობის გამოცდილება
  • საბანკო პროცედურებისა და პროდუქტების ცოდნა
  • კლიენტთა მომსახურების ზოგადი პრინციპების ცოდნა
სამუშაოს აღწერა
  • ბანკის ძირითადი საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზიდან ინფორმაციის მიღება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
  • საეჭვო და უჩვეულო ოპერაციების გამოვლენა, ანალიზი და რეპორტის მომზადება;
  • კლიენტების შესწავლა, ანალიზი და გადაწყვეტილება მიღება მათ მომსახურებასთან დაკავშირებით;
  • ვაჭრობის ფინანსირების გარიგებების ანალიზი;
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაოს შესრულება და ბანკის სხვა თანამშრომელთა კონსულტირება;
  • შიდა პროცესების აღწერა და დადოკუმენტირება;
  • საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოძიება;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
დამატებითი ინფორმაცია
რეზიუმების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან