ლოგისტიკის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC4695
ადგილმდებარეობა სათაო,ლოგისტიკის განყოფილება
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 06.07.2020
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
განათლება
ბაკალავრი
უნარები
  • გუნდურობა
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება: ინჟინერი  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Archicad, Autocad, Excel, Word, Outlook
  • მსაგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 სამუშაო გამოცდილება;
სამუშაოს აღწერა
  • ხელმძღვანელობისგან ტექნიკური დავალების მიღება  და ქვემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა საკითხის და დეტალის მასთან შეთანხმება, წარმოება და ზედამხედველობა კერძოდ:
  • არსებული ფილიალების გადაკეთება რემონტი;
  • ბანკის მასშტაბით სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა;
  • სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების გამოთვლა;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესყიდვების განყოფილებაზე გადაცემა;
  • ტენდერის შედეგების გადამოწმება (ექსელის ცხრილების შემოწმება ფორმულებზე, მასალების და სამუშაოების ფასების გადამოწმება რეალურ საბაზრო ფასებთან);
  • საინჟინრო შეფასების მომზადება
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სამუშაოები დაწყების, მიმდინარეობის და დასრულების თარიღების დაგეგმვა;
  • საწყობიდან მასალების მიწოდების დაგეგმვა;
  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, სამსახურთან და ჯგუფთან კოორდინაციული მუშაობა;
  • ავეჯის მწარმოებელთან ობიექტზე ავეჯის შეტანა განთავსების  ვადების კოორდინაცია;
  • დასუფთავების კომპანიასთან კოორდინაცია (რემონტის შემდგომი დასუფთავება);
  • სამუშაოთა დაგეგმილი ვადების კონტროლი;
  • სამშენებლო-სარემონტო პროცესის მონიტორინგი;
  • კომპანიის მხრიდან ფინანსური ანგარიშსწორების დოკუმენტების (ფორმა #2) შემოწმება როგორც შუალედური ასევე საბოლოო, შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობების გადათვლა, დაფარული სამუშაოების აქტის წარმოება;
  • პრექტების, ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების  ფაილინგი (ნაბეჭდი და ელექტრონული);
  • დასრულებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების აქტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ხელმომწერ პირებთან კონტაქტი და ხელმოწერილი  დოკუმენტის შენახვა (ბეჭდური და ელექტრონული) ბაინდერში და მყარ დისკზე
  • საგარანტიო დროის და ვალდებულებების კონტროლი  ობიექტის გახსნიდან მინიმუმ 3 თვის მანძილზე
  • მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების გადაბარება ექსპლუატაციის ჯგუფზე;
  • საჭიროების შემთხვევაში ბანკის სხვა სამსახურების მიერ დაგეგმილ ტექნიკური ხასიათის პროექტებში ჩართულობა.
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებები;
  • უშუალო ხელმძღვანელთან  შეთანხმებით საყოველთაო ფოსტის (everyone mail) საშუალებით მიღებული დავალებები/ინსტრუქციები რომლებიც განკუთვნილიაყველა თანამშრომლისთვის ან თანამშრომელთა კონკრეტული ჯგუფისთვის;
  • სამუშაო პოზიციიდან გამომდინარე, ყველა სხვა მოვალეობა, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს მომავალში;
  • ბანკის სტრატეგიის, მარკეტინგული ინტერესების, ორგანიზაციის მიდგომების გათვალისწინებით და/ან სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებისას შესაძლოა შეიცვალოს თანამშრომლის თანამდებობის დასახელება, სტრუქტურული ერთეული, ფუნქციონალური დაქვემდებერება, ასევე შესაძლოა შევიდეს გარკვეული ცვლილებები ძირითად მოვალეობებში (დაემატოს, განიცადოს ცვლილება ან გაუქმდეს). ასეთი ცვლილებების შემთხვევაში, თუ არ იცვლება შესასრულებელი სამუშაოს არსი, არ იქნება საჭირო თანამშრომლის დამატებითი თანხმობა.
დამატებითი ინფორმაცია
  • რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება  მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
  • საჭიროებისამებრ მუშაობის ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურდება ბანკის შიდა ინსტრუქციის გათვალისწინებით.