სისტემის ანალიტიკოსი (tech) - ციფრული ბანკინგის გუნდი

ვაკანსიის კოდი VC4980
ადგილმდებარეობა ციფრული ბანკინგის გუნდი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 31.10.2020
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა

ციფრული ბანკგინგის გუნდში ვეძებთ სისტემის ანალიტიკოსს,

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ციფრული ბანკის პლატფორმის განვითარებაზე, სადაც გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

 

ვის ვეძებთ:

 

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • გიყვარს სისტემების დიზაინი და მათი არქიტექტურის ანალიზი;

  • გაქვს სისტემის ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის, პროგრამისტის ან DevOps ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება, UML და ERD დაიგრამებით;

  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევებისა და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

 

რას გააკეთებ?

 

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;

  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;

  • გაანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;

  • შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;

  • ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;

  • იმუშავებ სისტემის შექმნასა და განვითარებაზე ადგილობრივ და უცხოელ ვენდორებთან ერთად;

  • მონაწილეობას მიიღებ Continuous integration და Continuous deployment პროცესების აწყობაში;

  • მონაწილეობას მიიღებ სისტემის ვერსიების მართვასა და დანერგვებში.

 

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Drive Design (DDD) და სხვ.