ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

ვაკანსიის კოდი VC5032
ადგილმდებარეობა თბილისი, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 30.11.2020
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკის ეჯაილ (Agile) გუნდში ვეძებთ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერს, რომელიც იმუშავებს ავტომატური ტესტების შექმნასა და განვითარებაზე
 
 ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
  • გაქვს ვებ სერვისებთან (SOAP, REST), XML-თან (XML/XSD, XSLT/XPath) მუშაობის გამოცდილება;
  • გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახალი გადაწყვეტების შექმნა;
  • გაქვს ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად; 
 
 რას გააკეთებ?
 
  • ჩაერთვები ავტომატური ტესტების დეველოპმენტში Open Source ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • Devops ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფ ავტომატური ტესტების ჩართვას continuous integration პროცესში;
  • შეიტან ცვლილებებს არსებულ იმპლემენტაციებში;
  • ჩაერთვები Performance ტესტირების პროცესში და გასცემ რეკომენდაციებს სისტემის სანდოობასა და მასშტაბირებადობაზე;
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
  • მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში;
 
 სასურველია:
 
  • იცნობდე Selenium Webdriver / Selenide ინსტრუმენტებს;
  • გქონდეს ვერსიის კონტროლთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS);
  • გქონდეს Devops ინსტუმენტთან მუშაობის გამოცდილება;
 
 რას გთავაზობთ:
 
  • მყუდრო სამუშაო გარემოს;
  • დამოუკიდებელ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კომპეტენციის მუდმივ ზრდას ტრენინგებით და სემინარებით.