ექვაირინგის მიმართულების ლიდერი

ვაკანსიის კოდი VC5085
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 29.11.2020
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი
სამუშაოს აღწერა

თიბისი ფეი ვეძებთ ექვაირინგის მიმართულების ლიდერს. ექვაირინგი ახალი მიმართულებაა ჩვენს კომპანიაში. ამ როლში შენ პასუხისმგებელი იქნები როგორც ამ ბიზნეს მიმართულების ხედვის, სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ასევე მის აღსრულებაზე. შენ იქნები მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლის ცხოვრება.

 

შენი ძირითადი  საქმიანობა იქნება

 

  • ექვაირინგის ბიზნესის ხედვის, სტრატეგიის, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;
  • ბაზრის კვლევა და მომოხმარებლის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტის დიზაინი;
  • მომხმარებლების და სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნების შეგროვება და პრიორიტეტიზაცია;
  • ადგილობრივი და უცხოური ბაზრის სიახლეების გაცნობა და ახალი ინიციატივების გენერაცია;
  • უამრავი იდეიდან ყველაზე პერსპექტიულის არჩევა და გუნდთან ერთად მისი განხორციელება;
  • მონაცემთა დამუშავება და კვლევა არსებული პროცესების გაუმჯობესებისთვის

 

 

უნარები და გამოცდილება რაც გჭირდება ამ პოზიციისთვის

 

  • ექვაირინგის ბიზნესში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ბიზნესის განვითარების გამოცდილება, სასურველია გადახდების კუთხით;
  • ლიდერობა, ძალიან კარგი ხედვა და ჩარჩოებს მიღმა აზროვნება;
  • ფინანსურ-ტექნოლოგიური სიახლეების, ტრენდების ცოდნა;
  • ძალიან კარგად განვითარებული კომუნიკაციის, ახსნის, აზრის გადმოცემის უნარი;
  • მომხმარებელზე და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სასურველია, Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გქონდეს საბაზისო ტექნიკური ცოდნა.
 
გთხოვთ, არაუგვიანეს  29 ნოემბრისა   გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე -  vacancy@tbcpay.ge 
 რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან