.Net დეველოპერი-ციფრული ბანკინგის გუნდი

ვაკანსიის კოდი VC5088
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 30.11.2020
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა

ციფრული ბანკგინგის გუნდში ვეძებთ გამოცდილ .Net დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ციფრული ბანკის პლატფორმის განვითარებაზე, სადაც გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

 

 

ვის ვეძებთ:

 

  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;

  • გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;

  • თუ გაქვს .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (ASP.Net MVC (Core), ASP.Net Web API, Entity Framework (Core), WCF);

  • გაქვს რელაციურ ბაზებთან (Microsoft SQL Server) და ვებ სერვისებთან (SOAP, REST) მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს  სორს კონტროლის სისტემებთან (Git, SVN) მუშაობის გამოცდილება;

  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;

  • არ გეშინია გამოწვევებისა და სიახლეების;

  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

 

რას გააკეთებ?

 

  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;

  • შექმნი ამოცანის შესაბამის აპლიკაციებს და არსებულში ცვლილებას შეიტან;

  • გააკეთებ აპლიკაციების ოპტიმიზაციას, მაღალი წარმადობის, მდგრადობის, ცვლილებების მიმართ მოქნილობის გათვალისწინებით;

  • მონაწილეობას მიიღებ არქიტექტურის შემუშავებასა და არსებულის ცვლილებაში;

  • მონაწილეობას მიიღებ  Continuous integration და Continuous deployment პროცესის აწყობაში;

  • მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპებისა და მიდგომების განვითარებაში.

 

 

კარგი  იქნება რომ გქონდეს:

 

  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების SOLID პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება

  • Unit ტესტების წერის გამოცდილება (xUnit, NUnit, MSTest) სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა და დეველოპმენტში მათი გამოყენების გამოცდილება, როგორებიცაა სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Drive Design (DDD) და სხვ.