სისტემის ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი VC5090
ადგილმდებარეობა კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი / ლიგა
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 03.12.2020
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
პროექტის დასახელება
 
კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო პროცესის e2e რედიზაინი
 
პროექტის შესახებ / პროექტის მიზანი
 
პროექტის მიზანია კორპორატიული დაკრედიტების პროცესის სრული რეკონსტრუქცია. ტექნიკურ ნაწილში უნდა შევიმუშაოთ „ერთი ფანჯრის პრინციპით“ აპლიკაცია რომელიც დაეყრდნობა მაქსიმალური გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მიდგომებს. აღნიშნული აპლიკაციის უნდა მოხდეს სრული საკრედიტო ციკლის მართვა (განაცხადი, დამტკიცება, გაცემა, მონიტორინგი). აქცენტირება მოხდება შიდა და გარე სერვისებიდან (LMS, B6, შეფასების ბაზა/web-გვერდი, საჯარო/სამოქალაქო რეესტრი და ა.შ.) საჭირო ინფორმაციის ავტომატურ მიმოცვლაზე. შემუშავებულ აპლიკაციას Real–time იტერაცია ექნება ისეთ არსებულ ან დეველოპმენტის ფაზაში მყოფ გადაწყვეტილებებთან, როგორებიც გახლავთ  Revenue and Risk-Based Pricing, Credit Rating Model, DCF, etc. რა თქმა უნდა,  ამ ნაწილში დავეყრდნობით და მაქსიმალურად მოვირგებთ სხვა სეგმენტების გამოცდილებას. Target Stage-ში აღნიშნული აპლიკაცია იქნება ფუნდამენტი Data Management-ისა და Data Storage-ისთვის და ასევე − მოსახერხებელი ინსტრუმენტი ე.წ. Pipeline Management-ისთვის
 
გუნდის მიზანი
 
გუნდის მიზანი იქნება აღნიშნული საკრედიტო e2e რეკონსტრუქციის პროცესის წარმართვა, რის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს საკრედიტო ციკლის მართვის აპლიკაცია. საბოლოოდ გუნდის პასუხისმგებელი იქნება საწყის ეტაპზე შეთანხმებული KPI, Targets და Milestones შესრულებაზე როგორიც შეიძლება იყოს: Time To Cash, Customer Effort Score, Pipeline Management Tool Development, External Service Integration and etc.  
 
ვის ვეძებთ:
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
  • გიყვარს სისტემების დიზაინი და მათი არქიტექტურის ანალიზი;
  • გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება;
  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ადვილად ერკვევი კომპლექსურ სისტემებში და გაქვს ახალი ცოდნის შეძენის სურვილი;
  • მოგწონს და გაქვს სისტემების დიზაინისა და მათი ანალიზის გამოცდილება;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;
  • არ გეშინია გამოწვევებისა და სიახლეების.
 
რას გააკეთებ?
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;
  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
  • გაანალიზებ და დააპროექტებ სისტემებს შორის ინტეგრაციებს;
  • შეიმუშავებ სისტემის არქიტექტურას ან მოახდენ არსებულის ოპტიმიზაციას;
  • გააკეთებ ინტეგრაციების პროცესების ოპტიმიზაციას;
  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს;
  • ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ  და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;
  • მონაწილეობას მიიღებ აპლიკაციის გამართულად მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფაში.