დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ცხოვრების გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი აქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბანკის მატერიალური და ფინანსური რესრურსების უსაფრთხოებას.
შენ, როგორც რისკ რეპორტინგის მენეჯერი:
- მოამზადებ სტანდარტულ რეპორტებს;
- იზრუნებ რეპორტინგის სისტემის გაუმჯობესებაზე და განვითარებაზე;
- მოამზადებ რეპორტებს გარე და შიდა მომხმარებლისთვის;
- მოამზადებ პრეზენტაციებს გარე და შიდა მომხმარებლისათვის.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.