Big Data დეველოპერი

ვაკანსიის კოდი VC5410
ადგილმდებარეობა სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 05.03.2021
კატეგორია ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკის ეჯაილ გუნდში ვეძებთ Big Data დეველოპერს.
 
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.
 
ვის ვეძებთ
თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული დეველოპერი, გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა, მუდმივად  ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!
 
შენ დაგევალება
  • რეალური დროის და ისტორიული მონაცემების დამუშავება
  • მონაცემთა მოდელების შექმნაში მონაწილეობა
  • ანალიტიკური ჯგუფის მიერ აღწერილი სტატისტიკური მოდელების იმპლემენტაცია
  • Big Data გარემოში ETL-ების აწყობა
  • არსებულ იმპლემენტაციებში ცვლილების შეტანა/შეცდომების გასწორება

უნდა გქონდეს
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში
  • რეალაციური (SQL) და არა რელაციური (NoSQL) მონაცემთა ბაზების ცოდნა  და მუშაობის გამოცდილება
  • ETL ინსტრუმენტების ცოდნა და მათი გამოყენების გამოცდილება
  • სხვადასხვა ტიპის მონაცემთა მოდელების და სტრუქტურების შექმნის ცოდნა და გამოცდილება
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელობა
  • ინიციატივიანობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
 
კარგი იქნება, გქონდეს
  • Hadoop-ის არქიტექტურის და HDFS-ის ცოდნა
  • მონაცემთა მოდელირების Data Vault 2.0 არქიტექტურის ცოდნა
  • Scala, Java, Python ან R  დაპროგრამების ენების ცოდნა
  • Big Data ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება: Spark, MapReduce, Hive, Kafka და ა.შ.
  • ETL ინსტრუმენტების გამოყენება Big Data გარემოსთვის
  • Docker კონტეინერებთან მუშაობის გამოცდილება