რეპორტინგის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC5699
ადგილმდებარეობა სათაო,ლოგისტიკის განყოფილება
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 14.05.2021
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიუირი და კვარტალური რეპორტების მომზადება
  • საბანკო პროგრამიდან მონაცემების დამუშავება და ანალიზი
  • ხარჯების რეპორტინგი და ანალიზი
  • პროცედურების შემუშავებაშ მონაწილეობის მიღება
  • ბიუჯეტირების პროცესში მონწილეობის მიღება
  • ბიუჯეტის ფაქტი-გეგმის ანალიზი
  • რეპორტების ავტომატიზაცია, მუდმივი გაუმჯობესება
  • ჯგუფის უფროსისა და განყოფილების უფროსის მიერ დავალებული არასტანდარტულ პროექტებისა თუ რეპორტების შესრულება;
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • საოფისე-კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS office-excel advanced; word, outlook, PowerPoint; macros - სასურველია)
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • მინიუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
 
უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორანიზებულობა
  • გუნდურობა
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი