უნივერსალური მოლარე-ოპერატორი (სარეზერვო თანამშრომელი) - გურჯაანი

ვაკანსიის კოდი VC5719
ადგილმდებარეობა გურჯაანი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 13.05.2021
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
 
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
 
უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.
 
შენ, როგორც უნივერსალური მოლარე-ოპერატორი უზრუნველყოფ:
 
  • კლიენტის ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
  • კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
  • ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოებას;
  • ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოებას;
  • სწრაფი გზავნილების განაღდებას;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემას მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირებას;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას;
  • საბანკო და სამგზავრო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას
  • იურიდიულ პირებზე სალარე და სავალუტო საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემის პროცედურების შესრულებას; ფილიალში ინკასირებული თანხის დათვლასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას.
  • ვადიანი ანაბრების წიგნაკებით ოპერაციების წარმოებას;
  • დაზიანებული ვალუტის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას;
  • ვალუტის ამოცნობის ოპერაციების წარმოებას;
  • სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნას;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფას;
 
    საჭირო კვალიფიკაცია:
  • სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
 
   ველოდებით  გამოხმაურებას თუ:
 
  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
 

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.

დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი