ანალიტიკოსი - TBC კაპიტალი

ვაკანსიის კოდი VC5720
ადგილმდებარეობა თბილისი, თიბისი კაპიტალი
ორგანიზაცია TBC Capital
მოქმედების ვადა 18.05.2021
კატეგორია ანალიტიკა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისი კაპიტალი , რომელიც  ოპერირებს  კორპორატიულ საკონსულტაციო, კვლევებსა და საბროკერო მიმართულებით აცხადებს ვაკანსისა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
 
სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:
  • კლიენტის მიერ მოწოდებული და დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით ფასიანი ქაღალდის ემისიისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
  • ფასიანი ქაღალდის ემისიასთან დაკავშირებულ მხარეებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა ემისიის დასასრულებლად;
  • სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ანალიზის შესრულება და დოკუმენტების მომზადება (ფინანსური მოდელი, პრეზენტაცია, საკრედიტო რეიტინგის ანალიზი).
 
მთავარი ფუნქციები:

ფინანსური ანალიზი:
  • კლიენტის მიერ მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი
  • ფინანსური მოდელის აწყობა და შედეგების ანალიზი
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
  • კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ემისიის პროსპექტში გადატანა;
  • ემისიის პირობების პოტენციურ ინვეტორებთან კომუნიკაცია;
  • ემისიის პროსპექტის დრაფტის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმება;
  • ემისიის პროცესში ჩართულ იურიდიულ კომპანიასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად ემისიის პროსპექტის შესაბამისი ნაწილების დასრულება;
  • ფინანსური მოდელის აწყობა;
  • ფინანსური მოდელის დაშვებების დეტალური ანალიზი და მათი შესაბამისობის შეფასება;
  • კომპანიის პრეზენტაციის შედგენა;
  • კომპანიის სავარაუდო რეიტინგის საკრედიტო გაკეთება;
კოორდინირება სხვადასხვა მიმართულებასთან:
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებასთან ინფორმაციის კოორდინირებული მიმოცვლა და მუშაობა.
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ფინანსების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის ცოდნა;
  • ფინანსური ან/და საკონსულტაციო სერვისების პროვაიდერ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tbccapitaljobs@tbccapital.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.