უფროსი ანალიტიკოსი - TBC კაპიტალი

ვაკანსიის კოდი VC5721
ადგილმდებარეობა თბილისი, თიბისი კაპიტალი
ორგანიზაცია TBC Capital
მოქმედების ვადა 18.05.2021
კატეგორია ანალიტიკა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
თიბისი კაპიტალი , რომელიც  ოპერირებს  კორპორატიულ საკონსულტაციო, კვლევებსა და საბროკერო მიმართულებით აცხადებს ვაკანსისა უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.
 
სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:
  • კლიენტის მიერ მოწოდებული და დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით ფასიანი ქაღალდის ემისიისათვის საჭირო დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადება;
  • ფასიანი ქაღალდის ემისიასთან დაკავშირებულ მხარეებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა ემისიის დასასრულებლად;
  • სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ანალიზის შესრულება და დოკუმენტების მომზადება (ფინანსური მოდელი, პრეზენტაცია, საკრედიტო რეიტინგის ანალიზი);
  • კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია პროექტზე მუშაობის პროცესში.
 
მთავარი ფუნქციები:
 
ფინანსური ანალიზი:
  • კლიენტის მიერ მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავება და ანალიზი
  • ფინანსური მოდელის აწყობა და შედეგების ანალიზი
  • პროექტის ანალიტიკურ ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება და გუნდის უფრო ჯუნიორ წევრებზე შესაბამისი დავალებების გადანაწილება
  • ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სიღრმისეული ცოდნა

    შედეგები:
  • კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
  • კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ემისიის პროსპექტში გადატანა;
  • ემისიის პირობების პოტენციურ ინვეტორებთან კომუნიკაცია;
  • ემისიის პროსპექტის დრაფტის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმება;
  • ემისიის პროცესში ჩართულ იურიდიულ კომპანიასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად ემისიის პროსპექტის შესაბამისი ნაწილების დასრულება;
  • ფინანსური მოდელის აწყობა;
  • ფინანსური მოდელის დაშვებების დეტალური ანალიზი და მათი შესაბამისობის შეფასება;
  • კომპანიის პრეზენტაციის შედგენა;
  • კომპანიის სავარაუდო რეიტინგის საკრედიტო გაკეთება;

    კოორდინირება სხვადასხვა მიმართულებასთან:
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მიმართულებასთან ინფორმაციის კოორდინირებული მიმოცვლა და მუშაობა;
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ფინანსების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • თიბისი კაპიტალის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
  • ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის ცოდნა;
  • ფინანსური ან/და საკონსულტაციო სერვისების პროვაიდერ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ ოთხწლიანი გამოცდილება;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: tbccapitaljobs@tbccapital.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.