სერვის ექსპერტი - ბიზნეს მობაილბანკის გუნდი

ვაკანსიის კოდი VC5905
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 21.06.2021
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგაში, კერძოდ ბიზნეს მობაილბანკის გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს.
თიბისიში იქმნება მსოფლიოში საუკეთესო მობაილ ბანკი და ინტერნეტბანკი. ციფრული არხების გუნდი მუდამ ახალი შესაძლებლობების ძიებაშია, შესაძლებლობების, რომელიც ერთის მხრივ საინტერესო და ინოვაციური იქნება და მეორე მხრივ გადაუწყვეტს კონკრეტულ პრობლემას მომხმარებელს და მის ურთიერთობას ბანკთან უფრო სასიამოვნოს გახდის.
შენ იქნები სწორედ ამ გუნდის წევრი, იქნები პასუხისმგებელი სხვადასხვა ახალი პროექტების განხორციელებაზე, იმუშავებ ეჯაილ მიდგომებით (Scrum, Kanban) და შეიტან წვლილს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაში.
 
ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და კრეატიული;
  • თუ გაქვს კონცეპტუალური ხედვა,  ვიზუალური კომუნიკაციის უნარი.
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად;
  • ხარ მომხმარებელზე და მისი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ადამიანი;
  • ხარ დაბალანსებული უნარებით ბიზნესში და აი-ტი-ში;
  • გაქვს სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადების გამოცდილება, ბიზნეს პროცესების დიზაინის შექმნის გამოცდილება;
  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობ კარგ ვერბალურ და წერით კომუნიკაციის უნარებს ქართულად და ინგლისურად;
 
რას გააკეთებ?
 
  • გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს ამოცანების, პროცესებისა და მოდელების ანალიზში;
  • დააპროექტებ ბიზნეს ამოცანის შესაბამის გადაწყვეტილებას როგორც არსებული სისტემების გამოყენებით, ისე საჭიროებისამებრ ახალი სისტემის შექმნით;
  • შეაგროვებ მომხმარებლების და პროექტის სხვა მონაწილე მხარეების მოთხოვნებს, ჩაატარებ ინტერვიუებს, კვლევებს;
  • შექმნი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფუნქციონალურ და ტექნიკურ დოკუმენტაციას;
  • მონაწილეობას მიიღებ როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;
  • იმუშავებ როგორც  შიდა დეველოპერებთან, ისე გარე მომწოდებლებთან;
  • მოამზადებ სისტემის არქიტექტურის დოკუმენტს, ბანკის IT არქიტექტორებთან ერთად განიხილავ      და შეათანხმებ სისტემის არქიტექტურას;
  • და რაც მთავარია, სამუშაოს სპეციფიკა არ მოგცემს მოწყენის საშუალებას!
 
კარგი იქნება რომ გქონდეს:
 
  • Agile (Kanban) გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • საბანკო, ციფრული არხების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება;
 
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი