ანალიტიკოსი - კორპორატიული სექტორი

ვაკანსიის კოდი VC5909
ადგილმდებარეობა სათაო,კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 22.06.2021
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
განათლება
ხარისხი: ბაკალავრი
სფერო: ფინანსები
ენები
  • ინგლისური - კარგი
  • რუსული - კარგი
უნარები
  • ენერგიული, ხალისიანი
  • კომუნიკაბელური, თანამშრომლობის ნიჭი
  • მოტივირებული
  • შედეგზე ორიენტირებული
  • სტრეს გამძლე
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლიანი
  • დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდური
  • ინიციატივიანი და პროაქტიული
  • ცვლილებების მიმართ მოქნილი
დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის ორ წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსების ცოდნა;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;
 
სამუშაოს აღწერა
ბიზნეს ამოცანა:
 
  • კლიენტების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის შედეგად, სრულყოფილი სასესხო პროექტების მომზადება.
  • საკრედიტო კომიტეტის წევრების დროულად უზრუნველყოფა კლიენტების სასესხო პროექტებით და მათი კომიტეტზე გატანა.
  • პორტფელის დროული მონიტორინგი.
 
სამუშაოს აღწერა:
  • კლიენტის საკრედიტო განაცხადის მიღება და გაცნობა;
  • კლიენტის მოთხოვნის დაზუსტება, ფინანსირებისსწორი სტრუქტურირება და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების რეკომენდება;
  • პროექტების ანალიზი და რისკიანობის შეფასება;
  • პროექტის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავება და ანალიზი;
  • პროექტის წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე
  • სესხის გაცემის პროცედურის წარმართვა
  • არასტანდარტული ხელშეკრულებების გავლა იურიდიულლ და რისკების სამსახურთან საკრედიტო ადმინისტრაციასთან და შემდგომ კლიენტთან იურიდიული საკითხების გავლა და რისკებთან შეთანხმება;
  • სესხის გაცემის ორგანიზება;
  • გირაოს შეფასების ორგანიზება და პროექტში სწორად განსაზღვრა/შეფასება;
  • არსებული კლიენტების ფინანსური მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი
  • საკრედიტო რისკების დროული აღმოჩენა და რეაგირება;
  • ფინანსური მოდელების აწყობა და საპროგნოზო ფინანსების მომზადება;
  • სესხის გაცემისა და დაფარვის მონიტორინგი;
  • სესხის მიზნობრიობის შესრულების კონტროლი;
  • ტრანშების ან საკრედიტო ხაზების ათვისების ორგანიზება;
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადება ბანკში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • კოორდინირება სხვადასხვა დეპარტამენტებთან
 
დამატებითი ინფორმაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.