კლიენტთა კმაყოფილების მართვის (CX) მკვლევარი

ვაკანსიის კოდი VC6056
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 04.08.2021
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე.
პოზიციის მიზანია: კორპორატიული სეგმენტის მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის ამაღლების მხარდაჭერა. გექნება მომხმარებელთან კომუნიკაციის და მათგან უკუკავშირის მიღებისა და გაანალიზების შესაძლებლობა.
 
 
ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და ინიციატივიანი;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მოგწონს კლიენტებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა;
  • ხარ პრეზენტაბელური და შეგიძლია კომპანიების ტოპ მენეჯმენტთან ინტერვიუების წარმართვა
  • გაქვს მომხმარებლის მოსმენის და მისი საჭიროებების ამოცნობის უნარები
  • გაქვს მოლაპარაკების წარმოების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარები;
  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის გარკვეული გამოცდილება;
  • გაქვს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებთან თანამშრომლობის უნარი;
  • მუდმივად ეძებ და ეცნობი შენს სფეროში არსებულ სიახლეებს და საუკეთესო პრაქტიკებს;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
  • გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
 
 

რას გააკეთებ?
 
  • დაგეგმავ და დაესწრები კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრებს, მათგან შეფასებების და უკუკავშირის მისაღებად (მათ შორის უცხოენოვან კლიენტებთან);
  • ორგანიზებას გაუწევ კლიენტების კმაყოფილების კვლევებს , ანალიზს და რეკომენდაციების შემუშავებას;
  • ინიცირებას გაუკეთებ სხვადასხვა პროექტებს კლიენტების კმაყოფილების ასამაღლებლად;
  • მოამზადებ და წარადგენ კვლევის შედეგების პრეზენტაციებს.
 
აუცილებელია გქონდეს:
 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
  • სერვისის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების, მარკეტინგის ან კვლევების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკისა და რეკომენდაციების შემუშავების გამოცდილება
  • ბიზნეს და კორპორატიული კლიენტების სპეციფიკის ცოდნა (სასურველია)
  • ექსელის და სტატისტიკური ანალიზის ტექნიკების ფლობა (სასურველია)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Power Point ან სხვა საპრეზენტაციო პროგრამები);
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა)
 
 
 
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაცია
 
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი