ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC6072
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 29.07.2021
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკში ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს E-commerce-ის მიმართულებით.
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და ხარისხზე ორიენტირებული, მუდმივად ხარ სიახლეების ძიებაში და მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ეჯაილ მიდგომებით (Scrum) და შეიტან უზარმაზარ წვლილს ისეთი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

შენ იქნები:
 
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, რომელიც იზრუნებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე, იქნები პასუხისმგებელი არსებული და პოტენციური ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და დაფიქსირებაზე.

ამ როლისთვის შენ დაგჭირდება დეტალებზე ორიენტირებულობა, თანმიმდევრულობა, ანალიტიკური აზროვნება და გამართული კომუნიკაციის უნარები.


შენ დაგევალება:

** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება;
** ტესტირების გეგმის და ქეისების შექმნა;
** ტესტირების ქეისების განხორციელება (მანუალური ან ავტომატური) და შედეგების ანალიზი;
** დეველოპერებისთვის და დაკავშირებული პირებისთვის ხარვეზებზე უკუკავშირის მიცემა;
** ინჟინრებთან ერთად მუშაობა ავტომატიზირებული ტესტირების სცენარების შესაქმნელად.
 
უნდა გქონდეს:
 
 
**  B6 - თან მუშაობის გამოცდილება;
** ინიციატივა და კრეატივი პროდუქტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული და დაკვირვებული თვალი;
** მანუალური ტესტირების კუთხით თეორიული ცოდნა;
**  JIRA, Zephyr -თან მუშაობის გამოცდილება;
** ტესტ ქეისებთან მუშაობის გამოცდიელება
 

სასურველია:

** Agile გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** IT პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
** Software Tools (Postman, Soap UI , SQL) მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ თეორიულ დონეზე ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან