საკრედიტო ადმინისტრატორი - ქუთაისი

ვაკანსიის კოდი VC6077
ადგილმდებარეობა ქუთაისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 29.07.2021
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე არ არის განსაზღვრული
სამუშაოს აღწერა
შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
 
საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.
 
შენ, როგორც საკრედიტო ადმინისტრატორი, უზრუნველყოფ:
  • საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირებას და შემოწმებას;
  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კანონმდებლობასთან და ბანკის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;
  • იურიდიული სამსახურისგან დოკუმენტაციის სისწორეზე შესაბამისი ვიზირების მიღებას;
  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამული რეგისტრაციას;
  • სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელებას;
  • საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
  • კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას.
 
  ველოდებით  გამოხმაურებას თუ:
 
  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
 

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.