საკრედიტო პორტფელის მართვის ექსპერტი (მცირე მეწარმეები და საოჯახო მეურნეობები) - ლილოს სერვის-ცენტრი #1

ვაკანსიის კოდი VC6095
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 31.07.2021
კატეგორია გაყიდვები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
 
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
საკრედიტო პორტფელის მართვის ექსპერტის პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს  პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა.
 
შენ, როგორც საკრედიტო პორტფელის მართვის ექსპერტი:
  • მონიტორინგის პროცედურის თანახმად უზრუნველყოფ პორთფელის ხარისხის კონტროლს;
  • გადაამოწმებ მიზნობრიობას,  აწარმოებ ადმინისტრაციული ვალების მონიტორინგ;
  • იმუშავებ ვადაგადაცილებულ სესხებზე;
  • იმუშავებ პორთფელში გამოვლენილ პრობლემურ კლიენტებთან სტანდარტის მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში მოახდენ სესხის რესტრუქტურიზებას;
  • გამოავლენ პორტფელში არსებული მსესხებლების საჭიროებებს და გადაამისამართებ შესაბამის ექსპერტთან;
  • იზრუნებ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე;
 
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
 
  • ფიქრობ, რომ გაქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
  • გაქვს გუნდის მართვის და კონფლიქტის მართვის უნარი
  • ხარ პასუხისმგებლიანი
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
 
საჭირო კვალიფიკაცია:
 
  • მინი/მიკო ბიზნეს ექსპერტის პოზიციაზე მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • Microsoft Office-ის ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
 
 
 
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი