კლიენტთა კმაყოფილების მართვის (CX) პარტნიორი

ვაკანსიის კოდი VC6271
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 24.09.2021
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე. ამ გუნდის მომხმარებლები არიან ქვეყნის ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესები და ადამიანები. უშუალოდ კორპორტიული, საინვესტიციო და დაგროვილი კაპიტალის (WM) მართვის მიმართულებები მოიცავენ საქართველოს ეკონომიკის ძალიან დიდ პროცენტულობას და შეაქვთ ღირებული წვლილი ქვეყნის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში.
 
ამ გუნდის ფარგლებში, CX პარტნიორის პოზიცია პირველად იქმნება და ამავე დროს, ეჯალური სტრუქტურით მუშაობას მოიცავს. პარტნიორს სრული მხარდაჭერა ექნება როგორც ცენტრალიზებული, მომხმარებლების გამოცდილების გუნდისგან, ასევე კორპორატიული, საინვესტიციო და WM მიმართულებებისგან.
 
პოზიციის მიზანი: კორპორატიული სეგმენტის მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალურობის ამაღლების მხარდაჭერა. გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს ამოცანები.
 
ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და ინიციატივიანი;
  • თუ გაქვს  პროექტების დაგეგმვის და მართვის უნარი;
  • გაქვს მონაცემთა ბაზებთან მუშაობის და ანალიზის გამოცდილება;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გიყვარს გუნდში მუშაობა და ხალხთან ურთიერთობა;
  • გაქვს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინირების უნარი;
  • გაქვს მოლაპარაკების წარმოების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარები;
  • მუდმივად ეძებ და ეცნობი შენს სფეროში არსებულ სიახლეებს და საუკეთესო პრაქტიკებს;
  • არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • შეგიძლია იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.
  • გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თუ ხარ შედეგებზე ორიენტირებული;
  • გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
 

რას გააკეთებ?
 
  • სერვისის ხარისხის მართვის სისტემების ინიცირებას და დანერგვას;
  • კლიენტების კმაყოფილების კვლევების ორგანიზებას, ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
  • სამოტივაციო სისტემების დახვეწას;
  • პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლების მართვას;
  • კლიენტების კმაყოფილების ასამაღლებლად სხვადასხვა პროექტების ინიცირებას, განხორცილებასა და ანალიზს;
  • “Customer Journey” სქემების შემუშავებას; ნაკლოვანებების აღმოჩენას და გაუმჯობესების გზების დასახვას;
  • პრეზენტაციების და მნიშვნელოვანი დოკუმენტაციების მომზადებას მენეჯმენტთან განსახილველად.
 
აუცილებელია გქონდეს:
 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრატურა - ბიზნესის მიმართულებით);
  • სერვისის მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტების მართვის გამოცდილება (მინიმუმ ერთი წელი);
  • გაყიდვების, მარკეტინგის ან კვლევების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკისა და რეკომენდაციების შემუშავების გამოცდილება;
  • ბიზნეს და კორპორატიული კლიენტების სპეციფიკის ცოდნა (სასურველია);
  • ექსელის და სტატისტიკური ანალიზის ტექნიკების კარგად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (advanced MS Excel, Power Point ან სხვა საპრეზენტაციო პროგრამები);
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (level advanced);
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაცია
 
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998;ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი