უფროსი მონაცემთა მეცნიერი

ვაკანსიის კოდი VC6341
ადგილმდებარეობა ბიზნესის ანალიზის განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 21.09.2021
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
უნარები
  • სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • ანალიტიკური აზროვნება
დამატებითი მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრი სტატისტიკაში, მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა  ან სხვა ტექნიკურ დარგში; მაგისტრის და/ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძირითადი სტატისტიკური/მანქანური დასწავლის მეთოდების სიღრმისეული ცოდნა;
  • სამწლიანი სამუშაო გამოცდილება სტატისტიკოსის, მონაცემთა მეცნიერის, მანქანური დასწავლის ინჟინერის ან სფეროსთან დაკავშირებულ სხვა პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
უფროსი მონაცემთა მეცნიერის ძირითადი მოვალეობა იქნება რამდენიმე ანალიტიკური პროექტის მეთვალყურეობა და ზედა დონეზე ჩართულობა ანალიტიკური გადაწყვეტების შემუშავებაში სტატისტიკური მოდელირებისა და მანქანური დასწავლის საშუალებით.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მოცემული ბიზნეს პრობლემის გადასაწყვეტად საუკეთესო ანალიტიკური მიდგომის შერჩევა;
  • რამდენიმე ერთდროულად მიმდინარე პროექტის ანალიტიკური გადაწყვეტების შემუშავების მეთვალყურეობა;
  • ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია ანალიტიკური გადაწყვეტის შემუშავებისას და მათი ამ პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ახალი მიდგომებისა და მოდელირების ტექნიკების მოძიება და ბიზნეს-პრობლემების გადასაწყვეტად გამოყენება.
დამატებითი ინფორმაცია
გუნდის შესახებ
 
თიბისის ბანკის მონაცემთა მართვისა და მოდელირების ჯგუფი კლიენტების შესახებ ბანკში არსებული მონაცემებით ქმნის კლიენტების სეგმენტაციისა და მათი ქცევის პროგნოზირების მოდელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან ამ მოდელების ბიზნეს-პროცესებში დასანერგად. ჯგუფის მიზანია, ბანკმა შეძლოს თითოეული კლიენტისთვის უკეთესი, მათზე პერსონალურად მორგებული საბანკო მომსახურების შეთავაზება.