საკრედიტო ჯგუფის უფროსი (მცირე მეწარმეები და საოჯახო მეურნეობები) - ისნის ს/ც #2

ვაკანსიის კოდი VC6348
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 22.09.2021
კატეგორია გაყიდვები
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი
სამუშაოს აღწერა
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
 
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
საკრედიტო ჯგუფის უფროსის  პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს  პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა.
 
შენ, როგორც საკრედიტო ჯგუფის უფროსი:
  • განყოფილებაში მართავ სამუშაო პროცესს;
  • უზრუნველყოფ შრომითი დისციპლინის დაცვას;
  • წარმართავს მოლაპარაკებებს პოტენციურ კლიენტებთან;
  • გააკონტროლებ საკრედიტო პორტფელს და გააკეთებ მის ანალიზს;
  • წარმართავ შიდა საკრედიტო კომიტეტს;
  • გაუწევს კონსულტაციას დაკრედიტების ექსპერტებს და იზრუნებ მათ კვალიფიკაციაზე.
 
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
  • გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
  • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი 
  • გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
  • მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
 
 
საჭირო კვალიფიკაცია:
  • ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • Microsoft Office-ის ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
 
 
 
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც არ ეშინია შეცდომების და ინოვაციურად აზროვნებს. თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი