კონტრაქტების მართვის და მონიტორინგის მენეჯერი

ვაკანსიის კოდი VC6363
ადგილმდებარეობა ლოგისტიკის განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 23.09.2021
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები
უნარები
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • თავაზიანობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდურობა
  • ყურადღებიანი
დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის გამოცდილება ლოგისტიკის/მონიტორინგის სფეროში მინ 2 წელი;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
სამუშაოს აღწერა
  • ფილიალების, სერვის ცენტრების და სათაოების მხარდაჭერა მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსი გამოყენებით;
  • ექსპლუატაციის ჯგუფის მართვაში არსებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების ვადების და პირობების კონტროლი, ანალიზი, დაგეგმვა;
  • ექსპლუატაციის ჯგუფის მართვაში არსებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების პირობების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;
  • საკასო ტექნიკის მომსახურების კონტროლი, საჭირო სერვისის და ტექნიკის დროული დაკვეთა;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხების მართვა, მომსახურე კომპანიასთან ინფორმაციის გაცვლა და რეგულაციის შესაბამისად ბანკის მასშტაბით საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებების გატარება, მომსახურე კომპანიის ან შიდა რესურსის გამოყენებით;
  • სარეკლამო აბრების ტექნიკური გამართულობის კონტროლი/მონიტორინგი, დაზიანების დაფიქსირება და შესრულების ვადის კონტროლი;
  • კოვიდ ტესტების ჩატარებისთვის საჭირო პროცედურების გატარება, მომსახურების დაკვეთა და აღრიცხვა;
  • ფილიალები/სათაო ოფისებში, დასუფთავების ხარისხის კონტროლი;
  • გარე სარეკლამო აბრების კომუნალური გადასახადის კონტროლი/ანგარიშსწორება;
  • ფილიალები/სათაო ოფისებში მცენარეების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
  • ბანკის ქსელში არსებული დაკეტილი და აქტიური ფილიალების აღრიცხვის ფაილის წარმოება;
  • სახიფათო ნარჩენების მართვა/კონტროლი;
  • ფილიალები/სათაო ოფისებში, საკაბელო ტელევიზიისა და ინტერნეტ სერვისის საჭიროების განსაზღვრა/დაკვეთა;
  • ფილიალები/სათაო ოფისებში მაგთისა და ჯეოსელის გამაძლიერებელი სისტემების საჭიროების განსაზღვრა/დაკვეთა.
  • მაგთისა და სილქნეტის სერვისის დაკვეთა;
  • გასაღების დუბლიკატის დამზადებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო საკითხების კონტროლი/ანგარიშსწორება;
  • ექსპლოატაციის მიმართულებით ყველა საჭირო კონტრაქტის გაფორმება, ვადის და მომსახურები კონტროლი.
  • დეზინფექცია/დერატიზაციის დაკვეთა/ანგარიშსწორება კონტრაქტორ კომპანიასთან.
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998.