სახაზინო პროდუქტების სპეციალისტი - არასაკრედიტო პროდუქტების მართვის დეპარტამენტი

ვაკანსიის კოდი VC6367
ადგილმდებარეობა არასაკრედიტო პროდუქტების მართვის დეპარტამენტი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 24.09.2021
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
არასაკრედიტო პროდუქტების მართვის დეპარტამენტიში ვეძებთ სახაზინო პროდუქტების სპეციალისტს. 

 
სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:
 
  • კორპორატიული კლიენტებისთვის სახაზინო და სავალუტო პროდუქტების შეთავაზება, მორგება, ცნობადობის გაზრდა
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება, ბიზნესის სპეციფიკის გაცნობა, ლოიალურობის გაზრდა, არასაკრედიტო პროდუქტების მორგება;
  • კორპორატიული პორტფელის და მომგებიანობის ზრდა არასაკრედიტო პროდუქტების ჭრილში, კონკრეტულად სავალუტო კონვერტაციების მიმართულებით;
  • არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების პროცედურებისა და პროცესების მონიტორინგი და აღნიშნული პროცესების კლიენტების საჭიროებაზე მორგება
  • არასაკრედიტო პროდუქტების შესახებ ექპერტული ცოდნა კონკრეტულად სავალუტო ბაზრების შესახებ
  • სავალუტო და საბანკო ინდუსტრიების შესახებ ცოდნის გაღრმავება, გამჭვირვალედ ინფორმაციის გაზიარება.
 
მთავარი ფუნქციები:
 
  • ინდივიდუალური ინდუსტრიებისა და ჯამურად კორპორატიული სეგმენტის გეგმის შესრულებაზე პასუხისმმგებლობა სახაზინო პროდუქტების მიმართულებით (სავალუტო კონვერტაციები, დერივატიული ოპერაციები ა.შ),
  • კლიენტების მომგებიანობის და გარიგებების მოცულობების მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, ბაზრის დინამიკის ანალიზი, კლიენტის საჭიროების მონიტორინგი და კორპორატიულ ბანკირებთან ერთად გამოსწორების გზების დაგეგმვა;
  • კლიენტების pipeline-ბის მუდმივი განახლება არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულებით, არსებულ კლიენტებზე სწორი მოლოდინების მართვის და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.
  • Account planning-ის და share of wallet- პროცესში სრული ჩართულობა - FX სტრატეგიის მომზადება კორპორატიული ბანკირების გუნდთან ერთად და შესრულება,
  • შესაბამისი ბიზნეს დარგების მაქსიმალური პენეტრაცია, არსებული კლიენტების share of wallet-ის მაქსიმიზაციის და ახალ კლიენტებთან პროაქტიული თანამშრომლობის გზით კონკრეტულად არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულებით
  • შესაბამისი ინდუსტრიის/დარგის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა;
  • კლიენტებთან თანამშრომლობის პროცესში სექტორსა და კორპორატიულ სეგმენტში გამოვლენილი ტენდეციების უფროსისთვის, კორპორატიული ბანკირებისთვის ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის დროული მიწოდება;
  • კლიენტებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება, მათ შორის კომბინირებული ოფერების მომზადების გზით (დეპოზიტები, FX, ქეშ მენეჯმენტი და ქროს-სელის გაერთიანებით) და შეხვედრების წარმართვა არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულების უფროსითან და კორპორატიულ ბანკირებთან კოორდინაციით
  • FX და დეპოზიტის გარიგებების უზრუნველყოფა და დასრულების შემდეგ follow up (სწორად თუ აღრიცხა, თუ აიტვირთა, etc).
  • კლიენტის journey-ს მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების მომზადება, როგორც პროცედურული თვალსაზრისით ასევე სამომავლო საჭიროების თვალსაზრისით
  • სახაზინო გარიგების ხეშეკრულებების გაფორმება/გააქტიურება, პროცესის ბოლომდე მართვა.
  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
  • განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ პირდაპირი ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.
 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
  • ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის ცოდნა;
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
 
  • მაღალი მოტივაცია;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.