სექტორის უფროსი

ვაკანსიის კოდი VC6612
ადგილმდებარეობა კორპორატიული ბიზნესი - ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის სექტორი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 31.10.2021
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე შუა რგოლის მენეჯერი
სამუშაოს აღწერა
თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.
თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.
 
კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის სექტორის უფროსის პოზიციაზე.
 
ვის ვეძებთ:
 
  • თუ ხარ ენერგიული;
  • გაქვს კარგად გამოხატული კომუნიკაციის უნარი, რაც გულისხმობს უნარს, რომ დაამყარო ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან და კლიენტებთან;
  • არ გეშინია გამოწვევების და ხარ მიზანდასახული;
  • კრიტიკულ სიტუაციებში შეგწევს უნარი, სწრაფად მოაგროვო ინფორმაცია, მიიღო გადაწყვეტილება / ან მოამზადო შესაბამისი პირისთვის სრული ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად;
  • გაქვს უნარი სიახლესა და ცვლილებაში დაინახო ახალი შესაძლებლობები;    
  • ხარ პროაქტიული და არ ელოდები სხვის მითითებებს;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული, სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს და ყოველთვის გაქვს კონკრეტული გეგმა დასახული მიზნების მისაღწევად.
 
  
რას გააკეთებ:
 
  • შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და აღნიშნულის მიხედვით გააკეთებ მათზე მორგებულ შეთავაზებებს;
  • მუდმივად შეინარჩუნებ კორპორატიული კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, უზრუნველყოფ  მათ მომსახურებას ოპერატიულად და ეფექტურად;
  • მუდმივად იკომუნიცირებ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან და იზრუნებ მათზე მორგებული დივერსიფიცირებული პროდუქტების შეთავაზებაზე/მომსახურებაზე;
  • იქნები კლიენტების ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი საბანკო/ფინანსურ საკითხებში;
  • დააკომპლექტებ გუნდს საჭირო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით;
  • მკაფიოდ განსაზღვრავ თანამშრომლების ფუნციებს და მათ როლებს, ასევე ეფექტურად გადაანაწილებ მიმდინარე საქმეებს;
  • შეაფასებ გუნდის წევრების მუშაობის ხარისხს, გამოხატავ მხარდაჭერას მათ მიმდინარე საქმიანობაში და მუდმივად იზრუნებ განვითარებაზე;
  • იზრუნებ პორტფელის ხარისხზე;
  • უზრუნველყოფ ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერ კოორდინაციას;
  • კვარტლისა და წლის ჭრილში მონაწილეობას მიიღებ პორტფელის დაგეგმვის პროცესში,  უზრუნველყოფ გეგმის ეფექტურ შესრულებას.
  • აქტიურ მონაწილეობას მიიღებ კორპორატიული ბიზნეს პროცესებისა და პროდუქტების დახვეწის/განვითარების პროექტებში.
     
 
აუცილებელია გქონდეს:
 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (MBA ჩაითვლება უპირატესად);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
 
 
 
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი