ფილიალის მენეჯერი - საცალო ლომბარდის ქსელი ვალუტო - ახალქალაქი

ვაკანსიის კოდი VC6629
ადგილმდებარეობა ახალქალაქი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 27.10.2021
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
 
შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
 
ვალუტო -  ეს არის თიბისის საცალო ლომბარდის ქსელი.
ვალუტოს ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. შემოგვიერთდი, გახდი იმ კომპანიის ნაწილი, რომლის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
  
შენ, როგორც ფილიალის მენეჯერი:
  • უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას;
  • მუდმივად ჩართული იქნები მომსახურების პროცესის მონიტორინგში;
  • იზრუნებ თანამშრომლების კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ თანამშრომლების კონკრეტულ საკითხებში გადამზადებას;
  • უზრუნველყოფ კლიენტების ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
  • დაგეგმავ ოპერაციების დადგენილი სტანდარტების ფარგლებში შესრულებისათვის, ყველა აუცილებელ ღონისძიებას, გააკონტროლებ პროცედურის შესრულების სისწორეს;
  • ოპერატიულად მიიღებ გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით;
  • უზრუნველყოფ საკასო ოპერაციების წარმოების კონტროლს;
  • უზრუნველყოფ ინკასაციით მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცედურების წარმოებას;
  • უზრუნველყოფ სალაროს გამართულ მუშაობასა და ლიმიტის კონტროლს შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • იზრუნებ ოქროს სალომბარდე და სასესხო პროდუქტების გაყიდვებსა და მასთან დაკავშირებულ პროცედურების წარმოებაზე;
  • უზრუნველყოფ ფილიალის გეგმების შესრულებას;
  • უზრუნველყოფ სწრაფი გზავნილების გაგზავნა/განაღდებასა და კონვერტაციების შესრულებას;
 
საჭირო კვალიფიკაცია:
  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი;
  • სალომბარდე პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება 2 წელი;
  • მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
 
   ველოდებით  გამოხმაურებას თუ:
  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს ლიდერული და გუნდურად მუშაობის უნარი
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული
 
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი