მოლარე-ოპერატორი / ლომბარდის შემფასებელი (საცალო) - დღის ცვლა - ფოთი

ვაკანსიის კოდი VC6634
ადგილმდებარეობა ფოთი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 27.10.2021
კატეგორია კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
 
შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
 
ვალუტო -  ეს არის თიბისის საცალო ლომბარდის ქსელი.
ვალუტოს ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. შემოგვიერთდი, გახდი იმ კომპანიის ნაწილი, რომლის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
 
 
შენ, როგორც მოლარე-ოპერატორი/ ლომბარდის შემფასებელი,  უზრუნველყოფ :
 
  • კლიენტის ხარისხიან, ზუსტ,  სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
  • კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
  • კლიენტთან გასაუბრებას, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობას;
  • უზრუნველყოფის შეფასებას;
  • ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმებას;
  • მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემას;
  • კრედიტის გაცემა-გაფორმებას შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობი სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნებას;
  • ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვას.
  • სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდებას
  • კონვერტაციებს
 
   ველოდებით  გამოხმაურებას თუ:
 
ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
 
 
კომპენსაცია
(GEL/თვე, დარიცხული)
დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი