სერვის ექსპერტი - საცალო ბიზნესის განვითარების ლიგა

ვაკანსიის კოდი VC6893
ადგილმდებარეობა თბილისი
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 02.12.2021
კატეგორია ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე არ არის განსაზღვრული
სამუშაოს აღწერა
თიბისის საცალო ბიზნესის განვითარების ლიგაში, ვეძებთ სერვის ექსპერტს, რომელიც ბანკის ლოიალობის პროგრამის განვითარების პროცესს გაუძღვება.
აღნიშნული როლის  მთავარი მიზანია, არსებული ლოიალობის სისტემის განვითარება, მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებისა და  კმაყოფილების გაზრდის მიზნით.
შესაბამისად შერჩეულ კანდიდატს, საშუალება ექნება დიდი წვლილი შეიტანოს ბანკისთვის უმნიშვნელოვანესი ლოიალობის სისტემის განვითარებაში.
 
 
რას გააკეთებ:
  • იქნები მჭიდრო კომუნიკაციაში ლოიალობის სისტემის „მომხმარებელ“ სხვადასხვა მიმართულებებთან: ბიზნეს სეგმენტები, ციფრული ბანკინგის მიმართულება, იტ მიმართულება
  • დააიდენტიციფირებ არსებული ლოიალობის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებებს
  • განსაზღვრავ სამუშაო გეგმას როგორც არატექნიკური, ასევე ტექნიკური მიმართულებით, შესაბამისი პრიორიტეტიზაციით
  • უზრუნველყოფ შესაბამისი გუნდების კოორდინაციას დაგეგმილი სამუშაოების შესრულების მიზნით
  • ჩართული იქნები ბანკის კვარტალური დაგეგმარების პროცესში ლოიალობის სქემასთან დაკავშირებული ამოცანების ფორმირებისა და პრიორიტეტიზაციის საკითხში
  • უზრუნველყოფ ლოიალობის სისტემის განახლების დანერგვას წინასწარ განსაზღვრული მიზნების მიხედვით
 
 
აუცილებელია გქონდეს:
  • უმაღლესი განათლება
  • პროექტის მართვის უნარი
  • ანალიზისა და კომუნიკაციის კარგი უნარი
  • კარგი ორგანიზებულობა და მართვის უნარი
  • ბიზნეს შედეგების მიღწევის გამოცდილება
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა
  • ეფექტური პრეზენტაცირების ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი