გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების სპეციალისტი

ვაკანსიის კოდი VC6894
ადგილმდებარეობა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების მართვის განყოფილება, სათაო
ორგანიზაცია სს თიბისი ბანკი
მოქმედების ვადა 02.12.2021
კატეგორია სხვა
დასაქმების ტიპი სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთი
გამოცდილების დონე სპეციალისტი
სამუშაოს აღწერა
გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების სპეციალისტის პოზიციის მიზანია:
 
გააძლიეროს გენდერული თანასწორობა და მრავალფეროვნება როგორც თიბისი ბანკში, ასევე საზოგადოებაში, შეიმუშავოს სხვადასხვა პროექტები ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის ასამაღლებლად, ხელი შეუწყოს  გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების ინტეგრაციას ბანკის საქმიანობაში, განახორციელოს მონიტორინგი და შედეგების შეფასება
შენ როგორც გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების სპეციალისტი იმუშავებ შემდეგ ამოცანებზე და პროექტებზე:
  • ბანკის მიერ შემუშავებული გენდერისა და მრავალფეროვნების პოლიტიკის განხორციელება
  • გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერა
  • ორგანიზაციული პრაქტიკისა და პროცესების შეფასება
  • გენდერულ და მრავალფეროვნების საკითხებზე ტრენინგების მომზადება და ჩატარება
  • ცნობიერების ამაღლება გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების მიმართ
  • ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში მონაწილეობა
  • კვლევებისა ჩატარება გენდერული და მრავალფეროვნების საკითხების ირგვლივ
  • შესაბამისი მონაცემთა გარემოს განვითარება, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშგება
 
შენი საქმიანობა იქნება:
 
  • განახორციელო სხვადასხვა აქტივობები თიბისის გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების სტრატეგიის / პოლიტიკის შესაბამისად
  • განახორციელო გენდერული და მრავალფეროვნების კვლევები და შედეგების ანალიზი
  • ჩაატარო გენდერული კვლევები კლიმატის ცვლილების შედეგად გამწვავებული გენდერული უთანასწორობის გამომწვევი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების დასადგენად
  • დანერგო მეთოდები და ინსტრუმენტები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად / გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად დაფინანსებაში გენდერისა და მრავალფეროვნების საკითხების ინტეგრირების გზით
  • უზრუნველყო შესაბამისი პროექტებისა და აქტივობების შედეგებისა და ზემოქმედების გაზომვა
  • უზრუნველყო თანასწორობისა და მრავალფეროვნების ტრენინგების ინტეგრაცია თიბისის ტრენინგების პროგრამაში
  • გენდერული უთანასწორობისა და სხვა დისკრიმინაციული ინციდენტების მონიტორინგი და ანალიზი
  • სხვადასხვა ინიციატივებით ხელი შეუწყო გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების კუთხით ზეგავლენის გაზრდას 
  • მოამზადო გენდერული და მრავალფეროვნების ინტეგრაციის წარმატებული აქტივობებისა და მეთოდოლოგიების შესახებ ანგარიშგებები და პრეზენტაციები
ველოდებით გამოხმაურებას თუ გაქვს:
 
  • მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, განვითარების კვლევებში, გენდერში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • გენდერულ და/ან მრავალეფროვნების საკითხებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • გენდერული და მრავლფეროვნების საკითხების ინტეგრაციის გამოცდილება სხვადასხვა პროგრამებში.
  • მონიტორინგისა და შეფასების გამოცდილება.
  • საჭიროა ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარი.
  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა, როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი, სავალდებულოა.
  • კომპიუტერების და საოფისე პროგრამული პაკეტების გამოყენების გამოცდილება, ვებ-ზე დაფუძნებული მართვის სისტემებისა და მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის მოწინავე პროგრამების მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს „თიბისი ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს „თიბისი ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ:
 ცხელი ხაზი  032 2 27 27 27 *1998; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcbank.com.ge;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი